ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ფაბლაბ ილიაუნი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებაზე შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა

ღონისძიებები

20 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი მონაწილეობას მიიღებს სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებაში „შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა“, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ბათუმში გაიმართება.

ილიაუნის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის სტენდთან შესაძლებლობა გექნებათ, ჩაერთოთ მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებში.

ფეისბუქის ღონისძიების ბმული: https://shorturl.at/pwWX4

  • ფაბლაბ ილიაუნის საინფორმაციო კუთხე
    • დაინტერესებულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, მეტი გაიგონ ფაბლაბ ილიაუნის საქმიანობის შესახებ, დეტალურად გაეცნონ სხვადასხვა თემატიკის ტრენინგკურსებს, პროექტებს, ჰაკათონებს და ა. შ. დაათვალიერონ ფაბლაბის დანადგარებით შექმნილი საგამოფენო ნივთები;
  • ვირტუალური რეალობის კუთხე
    • სტუმრები შეძლებენ ოკულუსის მეშვეობით ვირტუალური რეალობის აპლიკაციების დათვალიერებასა და მისი გამოყენების პრინციპების გაცნობას;
  • 3D პრინტინგის კუთხე
    • სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ 3D მოდელირების პრინციპებს და 3D პრინტერზე დაბეჭდონ სხვადასხვა ნივთი;
  • ელექტრონიკისა და ინჟინერიის კუთხე
    • სტუმრებს შეუძლიათ
      • გაეცნონ საინჟინრო ელექტრონულ კომპონენტებს და მონაწილეობა მიიღონ ელექტრონული წრედების შექმნის პროცესში;
      • გაეცნონ ინჟინერიის მიმართულებებსა და საინჟინრო თამაშებს, მართონ და თავად დააპროგრამონ ფაბლაბში შექმნილი OTTO BOT-ები და რობოტი მანქანები.

ადგილმდებარეობა: ილიაუნის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის კარავი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია (ნინოშვილის ქ. N35)

 2023 წელი

ბანერები