ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საგრანტო კონკურსები

უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კონკურსი

განცხადებები

ფონდი ”საერთაშორისო განათლების ცენტრი” და ღია საზოგადოების ინსტიტუტი (ნიუ იორკი) აცხადებენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კონკურსს.

კონკურსში გამარჯვებულებს შესაძლებლობა ეძლევათ გაატარონ ერთი სემესტრი ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში და ერთი სემესტრი საკუთარ ქვეყანაში (სამი წლის განმავლობაში). ამ პერიოდში საშუალება აქვთ გაეცნონ თანამედროვე მიდგომებს შესაბამის სპეციალობებში და განავითარონ რეგიონალური და საერთაშორისო ინსტიტუციონალური პარტნიორობა.

განმცხადებლები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

1. ამჟამად უნდა ასწავლიდნენ შემდეგ საგნებს საქართველოში აკრედიტებულ უნივერსიტეტებში შემდეგ საგნებს: ხელოვნების ისტორია, კულტურული ანთროპოლოგია, ისტორია, სამართალი, ფილოსოფია, პოლიტიკური მეცნიერებები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, რელიგია, სოციოლოგია, სოციალური სამუშაო
2. უნდა ჰქონდეთ სანიმუშო აკადემიური მოსწრება (საბუთებს თან უნდა ახლდეს დიპლომის დანართი)
3. კარგად ფლობდნენ ინგლისურ ენას

პროგრამა არ ითვალისწინებს გამარჯვებულთა ოჯახის წევრების დაფინანსებას.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 10 თებერვალი, 2011.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://www.soros.org/initiatives/scholarship/focus_areas/facult_scholarships/guidelines

ან მიმართეთ საერთაშორისო განათლების ცენტრს: 

ჭოველიძის ქ. 10 
ტელ.: 25 26 15
www.cie.ge

ბანერები