საგრანტო განაცხადის წარდგენის წესი
განცხადებები
ილიას უნივერსიტეტის ნებისმიერ თანამშრომელს, პროფესორს და სტუდენტს შეუძლია საგრანტო პროექტის ინიცირება ადგილობრივ ან საერთაშორისო დონორთან წარსადგენად.
საგრანტო განაცხადის მომზადების პროცესში საჭიროა შემდეგი პროცედურების დაცვა:
1. აპლიკანტმა უნდა მოამზადოს საპროექტო წინადადების მოკლე აღწერა და სავარაუდო ბიუჯეტი (ილიას უნივერისტეტის თანადაფინანსების მითითებითб ასეთის საჭიროების შემთხვევაში)თანდართული ფორმის მიხედვით (იხ. დანართი) და წარუდგინოს განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.
2. გავნითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახური, თავის მხრივ, ვალდებულია შეათანხმოს ინფორმაცია რექტორთან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან და ფინანსურ სამსახურთან.
3. საგრანტო განაცხადზე მუშაობის პირველ ეტაპზე საჭიროა მხოლოდ პროექტის კოორდინატორის მითითება.
4. თუ საპროექტო განაცხადი დაფინანსდა, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა პროექტის კოორდინატორთან შეთანხმებით მიიღებს გადაწყვეტილებას პროექტზე მომუშავე გუნდის დაკომპლექტების შესახებ.
5. დონორის ფინანსური რეგულაციების გათვალისწინებით, პროექტის ბიუჯეტი უნდა მოიცავდეს 5-10% ზედნადებ ხარჯს (პროექტის მოცულობის შესაბამისად).
აღნიშნული პროცედურის დაუცველობის შემთხვევაში უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას არ დაუჭიროს მხარი წარმოდგენილ პროექტს.
დონორი |
|
კონკურსი |
|
კონკურსის ბოლო ვადა |
|
პროექტის სახელი |
|
პროექტის ხანგრლიობა |
|
პროექტის კოორდინატორი ილიას უნივერსიტეტში |
|
პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტი |
|
პროექტის საერთო ბიუჯეტი |
|
ბიუჯეტში ილიას უნივერსიტეტის წილი |
|
ილიას უნივერსიტეტის თანადაფინანსება |
|
პროექტის მოკლე აღწერა |
|
დამატებითი ინფორმაცია |
|