თანამედროვე ხელოვნება და სამოქალაქო საზოგადოება
განცხადებები
ფონდი ”ღია საზოგადოება საქართველო” კულტურისა და ხელოვნების ეროვნული პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს თემაზე: თანამედროვე ხელოვნება და სამოქალაქო საზოგადოება.
კონკურსის მიზანია თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში მრავალფეროვნების წარმოჩენა, ინოვაციური მიდგომების ხელშეწყობა და მის მიმართ საზოგადოების ინტერესის გაზრდა.
კონკურსის პრიორიტეტებია:
- ინოვაციური პროექტები, რომლებიც ფართო საზოგადოებისათვის აქტუალურ თემებს შეეხება და რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს შემოქმედთა ახალი თაობის, ხელოვნების ახალი სახეობებისა (ვიდეო ხელოვნება, პერფორმანსი, თანამედროვე თეატრი, და ა.შ.) და ახალი იდეების, როგორც ჩამოყალიბებას, ასევე განვითარებას;
- ერთობლივი შემოქმედებითი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ხელოვნების სხვადასხვა დისციპლინებსა და განსხვავებული კულტურული ტრადიციების მქონე ადამიანებს, ჯგუფებსა და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხელოვნების ყველა სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და შემოქმედებით გაერთიანებებს.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2010 წლის 5 ივლისამდე.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის პირობებისა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ იხილეთ ბმულზე http://www.osgf.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=48&info_id=1554 ან მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.