ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საგრანტო კონკურსები

სტიპენდიები მაგისტრანტთათვის

განცხადებები

”კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი" 5-წლიანი პროგრამაა, რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიაში ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარება. იგი ფინანსდება გებერტ რიუფ ფონდის მიერ და ხორციელდება ფრიბურგის უნივერსიტეტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინტერფაკულტეტური ინსტიტუტის მიერ.

პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულების მაგისტრანტებ, რომლებიც სწავლობენ ისტორიის, სოციალური, პოლიტიკური მეცნიერებების, ენებისა  და ფილოსოფიის მიმართულების პროგრამებზე შესაძლებლობას აძლევს, გაიარონ ერთსემესტრიანი სასწავლო კურსი (2012 წლის სექტემბერი - 2013 წლის იანვარი) ფრიბურგის უნივერსიტეტში. ფრიბურგის  უნივერსიტეტში  სწავლა მიმდინარეობს გერმანულ და ფრანგულ ენებზე.

კონკურსში მონაწილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა)უნდა ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებათა დარგში და ამჟამად უნდა ირიცხებოდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული/სოციალური დარგის სამაგისტრო პროგრამებზე;
ბ)უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
გ)უნდა ფლობდეს  გერმანულ  ან ფრანგულ ენას.

საჭირო საბუთები:
ა) სამოტივაციო წერილი (ხელმოწერილი)
ბ)შევსებული სააპლიკაციო ფორმა(ხელმოწერილი)
გ) ბაკალავრის დიპლომისა და ნიშნების ფურცლის ასლი.
დ)ავტობიოგრაფია ჩაკრული სურათით(პასპორტის სურათი)
ე)ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი(ასეთის არსებობის შემთხვევაში)
დ)შევსებული შეთანხმების დოკუმენტი.

ფრიბურგის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მაგისტრანტებმა უნდა დააგროვონ  20- დან 30 კრედიტამდე.

გთხოვთ, იხილოთ სააპლიკაციო ფორმა გერმანულსა და ფრანგულ ენებზე. შევსებული აპლიკაციები, შეთანხმების დოკუმენტი და ყველა სხვა საჭირო საბუთი, რომელთა ჩამონათვალი მოცემულია სააპლიკაციო ფორმაში, ორ ეგზემპლარად (ნაბეჭდი სახით) და ასევე ელექტრონულად (ელ. ფოსტა: tiko_kadagishvili@iliauni.edu.ge) უნდა ჩაბარდეს ”კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის” საქართველოს საკოორდინაციო სამსახურს ქვემოთ მოცემულ მისამართზე. საბუთების ელექტრონული ვერსი წარმოდგენილი უნდა იყოს 1pdf ფაილად.

დეტალური ინფორმაცია, სააპლიკაციო ფორმა და შეთანხმების  დოკუმენტი იხილეთ პროგრამის ვებგვერდზე: www.ascn.ch ან ქვემოთ მოცემულ დანართებში.

საბუთების შემოტანის ბოლო ვადაა 2012  წლის 31 იანვარი. შედეგები გამოცხადდება 2012 წლის აპრილის შუა რიცხვებში.

საინფორმაციო შეხვედრა სტიპენდიასთან დაკავშირებით გაიმართება 29 ნოემბერს, 17:00 საათზე. მისამართი: ჭავჭავაძის 32, I სართული, აუდიტორია 101. გთხოვთ, მობრძანდეთ.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ASCN პროგრამის საქართველოს საკოორდინაციო სამსახური:
თიკო ქადაგიშვილი
- პროექტის ასისტენტი
ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჩოლოყაშვილის
3/5; ოთახი F 408
ტელ.
: 577 55 33 16
ელ
. ფოსტა: tiko_kadagishvili@iliauni.edu.ge
ვებ-გვერდი:
www.ascn.ch

სააპლიკაციო ფომა იხ. მიმაგრებულ დოკუმენტში. >> გერმანულად, ფრანგულად, შეთანხმების დოკუმენტი.

ბანერები