ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საგრანტო კონკურსები

სტიპენდიები ცოცხალი სამყაროს შემსწავლელ მეცნიერთათვის

განცხადებები

Human Frontier Science Program (HFSP) აცხადებს კონკურსს ორი მიმართულებით:

·  გრძელვადიანი სტიპენდიები განკუთვნილია ბიოლოგიის დოქტორის ხარისხის მქონე  ახალგაზრდა მეცნიერთათვის, რომელთაც სურთ ცოცხალი სამყაროს შემსწავლელ მეცნიერებათა მიმართულებით კვლევის განხორციელება უცხოეთის ლაბორატორიებში.

· დისციპლინათაშორისი სტიპენდიები განკუთვნილია იმ მკვლევართათვის, რომელთაც დოქტორის ხარისხი მოიპოვეს ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკის, საინჟინრო ან კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში და გეგმავენ კვლევას ბიოლოგიის მიმართულებით.

კანდიდატებს დოქტორის აკადემიური ხარისხი მოპოვებული უნდა ჰქონდეთ სტიპენდიის ძალაში შესვლის მომენტამდე მაქსიმუმ 3 წლით ადრე, არაუგვიანეს 2011 წლის დეკემბრისა.

კონკურსში მონაწილეობისთვის ახალგაზრდა მეცნიერებს გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეთ მინიმუმ ერთი სტატია ინგლისურ ენაზე საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში.

სტიპენდიის ძალაში შესვლის სავარაუდო პერიოდია: 1 აპრილი 2011 - 1 იანვარი 2012.

პროგრამის ხანგრძლივობა: 3 წელი.

ონლაინ რეჟიმში რეგისტრაციის ბოლო ვადაა 26 აგვისტო, 2010.

სრულყოფილი აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 9 სექტემბერი, 2010.

რეგისტრაცია და განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში: http://extranet.hfsp.org 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://www.hfsp.org/ ან მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.

ბანერები