შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტები
განცხადებები
საკონფერენციო გრანტები განკუთვნილია მკვლევარებისთვის აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, რომელთაც სურთ მონაწილეობის მიღება შვეიცარიაში დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. გრანტის ფარგლებში ფინანსდება უცხოელ მკვლევართა მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯები.
პროგრამა მიზნად ისახავს ინტერნაციონალური სამეცნიერო ქსელების ხელშეწყობას და უცხოელი მკვლევარებისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი პერსპექტივების დასახვას.
განაცხადი უნდა შეიტანოს შვეიცარიელმა კონფერენციის ორგანიზატორმა დაგეგმილ ღონისძიებამდე მინიმუმ 3 თვით ადრე.
საკონფერენციო გრანტები გაიცემა მაქსიმუმ 7 დღის ვადით.
განაცხადების შეტანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.snf.ch/E/international_alt/abroad/scopes/cg/Pages/default.aspx, ან მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.