შესარჩევი კონკურსი იმიტირებულ სასამართლო პროცესში
განცხადებები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი აცხადებს სტუდენტთა შესარჩევ კონკურს მედია სამართლის საერთაშორისო იმიტირებულ პროცესში მონაწილეობის მისაღებად, ( Price Media Law Moot Court) რომელიც გაიმართება ინგლისში ქ. ოქსფორდში 2013 წლის 9-12 აპრილს.
http://pricemootcourt.socleg.ox.ac.uk/
მოთხოვნები:
- სტუდენტი კარგად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას
- უნდა გააჩნდეს დამოუკიდებლად მუშაობის და კვლევის უნარი რაც აუცილებელია მემორიალების მოსამზადებლად
- უნდა შეეძლოს ინგლისურ ენაზე თავისუფლად კომუნიკაცია
- სასურველია ჰქონდეს მსგავს კონკურსებში მონაწილეობის მიღების გამოცდილება
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ ქართულ, ან ინგლისურ ენაზე CV-ს ელექტრონული ფორმა არაუგვიანეს 20 ნოემბრისა შემდეგ იმეილზე mgiorgobiani@iliauni.edu.ge, ან მოიტანონ სამართლის ფაკულტეტის დეკანატში A 402 აუდიტორიაში არაუგვიანეს 20 ნოემბრისა.
CV-ს შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან კონკურსის მეორე ეტაპს, რის საფუძველზეც მოხდება მონაწილეების ინგლისური ენის ცოდნის შემოწმება და იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად სამი კანდიდატის გამოვლენა.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 229 46 16
საკონტაქტო პირი: მარიამ გიორგობიანი