საუნივერსიტეტო დაფინანსება მაგისტრანტებისათვის
განცხადებები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2010 წელს ჩარიცხულ მაგისტრანტებს სთავაზობს შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებას, ანუ საუნივერსიტეტო გრანტს. დაფინანსება გაიცემა იმ 20 სტუდენტზე, რომლებმაც წარმატებით გაიარეს საერთო სამაგისტრო გამოცდა და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა/გასაუბრება/ესე, მაგრამ ვერ მოიპოვეს სახელმწიფო დაფინანსება (გრანტი). საუნივერსიტეტო გრანტი განაწილდება საერთო სამაგისტრო გამოცდებში საუკეთესო შედეგის მიხედვით (ანუ შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა/გასაუბრება/ესეს შედეგს განაწილებაზე გავლენა არ ექნება). საუნივერსიტეტო გრანტი დაფარავს სამაგისტრო სწავლების საფასურს 4 სემესტრის განმავლობაში. ამასთან, წელს პრიორიტეტი მიენიჭა ახალ სამაგისტრო პროგრამას - ”ინფორმაციის მენეჯმენტი”. 20-დან 10 საუნივერსიტეტო გრანტი აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებზე გადანაწილდება.