ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საგრანტო კონკურსები

სასტიპენდიო პროგრამა ახალგაზრდა მკვლევართათვის

განცხადებები

ახალი ევროპული კოლეჯი - პერსპექტიული კვლევების ინსტიტუტი (ბუქარესტი, რუმინეთი) აცხადებს კონკურსს ფოლქსვაგენის ფონდის მიერ დაფინანსებულ სასტიპენდიო პროგრამაზე ახალგაზრდა მკვლევართათვის შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მკვლევარებს, რომელთა ასაკი არ აღემატება 40 წელს. მათ მოპოვებული უნდა ჰქონდეთ დოქტორის აკადემიური ხარისხი ან უნდა სწავლობდნენ დოქტორანტურაში.

სტიპენდიის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი - (ხუთი თვე, 01.10.2011 - 29.02.2012 ან 01.03.2012 - 31.07.2012) ან ერთი აკადემიური წელი - (ათი თვე, 01.10.2011 - 31.07.2012).

კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატებს გადაეცემათ:
- ყოველთვიური სტიპენდია 650 ევროს ოდენობით + მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯები;
- 2,600 ევრო ერთთვიანი კვლევითი ვიზიტისთვის უცხოეთში, მათ მიერ არჩეულ კვლევით დაწესებულებაში;
- 500 ევრო სამეცნიერო ლიტერატურის შესაძენად.

სამუშაო ენებია: ინგლისური, ფრანგული და გერმანული. სასურველია ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 15 ნოემბერი 2010.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://www.nec.ro/fundatia/nec/black_sea_link_2011.htm

ბანერები