ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საგრანტო კონკურსები

საქართველოს ეროვნული საინფორმაციო ბიურო

განცხადებები

საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ბაზაზე მოქმედებს კვლევებისა და ტექნოლოგიური განვითარების ევროკავშირის მე-7 ჩარჩო პროგრამის საქართველოს ეროვნული საინფორმაციო ბიურო. მისი მიზანია საინფორმაციო და საკონსულტაციო დახმარების გაწევა ქვეყნის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტების, უნივერსიტეტებისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარებით და დანერგვით დაინტერესებული საწარმოებისთვის, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქართველი მეცნიერების და სპეციალისტების მონაწილეობას შესაბამის პროგრამებში, საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური სექტორის ERA-ში ინტეგრაციას.

ბიუროს მისამართია:
ქ. თბილისი, უზნაძის ქ. 68
IV სართ. ოთახი 407
ტელ.: 91 02 62
ფაქსი: 95 62 05
ელ. ფოსტა: tedodol@yahoo.com
ვებ-გვერდი: http://www.fp7-georgia.ge

რა არის FP7?
ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან სამეცნიერო პროგრამებს ე. წ. ჩარჩო პროგრამები წარმოადგენს, რომლებიც სამეცნიერო კვლევების და ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტია. ჩარჩო პროგრამების ამოქმედება იწყება 1984 წლიდან (5–წლიანი ციკლებით). ყოველი ახალი პროგრამა ხასიათდება თავისი სპეციფიკით, ძირითად მიზნად რჩება ევროპული სამეცნიერო პოტენციალის ინტეგრაცია და ეფექტური გამოყენება ევროპის განვითარებისა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის.
საქართველოს აქვს ჩარჩო პროგრამებში მონაწილეობის გარკვეული გამოცდილება. მაგალითად მე-6 ჩარჩო პროგრამაში (2001–2005 წწ.) ქართველ მეცნიერთა მონაწილეობით შესრულდა 17 პროექტი.
ამჟამად დაიწყო მე-7 ჩარჩო პროგრამა.
FP7 შედგება 4 სპეციალური პროგრამისაგან, რომლებიც შეესაბამება ევროპული სამეცნიერო პოლიტიკის 4 ძირითად მიზანს: თანამშრომლობა, იდეები, ადამიანური პოტენციალი და სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალი.

ბიუჯეტი განაწილებულია შემდეგნაირად:
1. „თანამშრომლობა“ – 32,42 მლრდ. ევრო;
2. „იდეები“ – 7,51 მლრდ. ევრო;
3. „ხალხი“ – 4,75 მლრდ. ევრო;
4. „შესაძლებლობები“ – 4,10 მლრდ. ევრო

გარდა ამისა:
– არაბირთვული კვლევები (ერთობლივი კვლევითი ცენტრი) – 1,75 მლრდ. ევრო.
– ევროატომი – ბირთვული კვლევები (1. ბირთვული სინთეზის ენერგია; 2. ბირთვული სინთეზისა და რადიაციისგან დაცვა) – 2,75 მლრდ. ევრო.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

http://www.fp7-georgia.ge


http://cordis.europa.eu/fp7/home_en.html

ბანერები