სამეცნიერო კვლევა პარიზში
განცხადებები
ცხადდება კონკურსი პარიზის მერიის პროგრამის ”სამეცნიერო კვლევა პარიზში” ფარგლებში ფრანგულ და ინგლისურენოვან მკვლევართა შესარჩევად.
2003 წლიდან პარიზის მერია უცხოელ მკვლევარებს, პოსტდოქტორანტებსა და გამოცდილ სპეციალისტებს სთავაზობს შერჩევით პროგრამებს პარიზის სახელმწიფო ლაბორატორიებში განსაზღვრული დროით სამუშაოდ. პროექტში მონაწილეობს პარიზში არსებული ყველა სახელმწიფო კვლევითი ლაბორატორია. პროგრამა ეხება ყველა სამეცნიერო სფეროს.
კანდიდატებს მოპოვებული უნდა ჰქონდეთ დოქტორის აკადემიური ხარისხი და კვლევით დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.
უპირატესობა ენიჭებათ ახალგაზრდა მკვლევარებს, რომლებსაც სადოქტორო ხარისხი დაცული აქვთ არაუმეტეს ხუთი წლის წინ. თუმცა სტიპენდიების გარკვეული ნაწილი განაწილდება გამოცდილ მეცნიერებზე, რომლებსაც ხუთ წელზე მეტი ხნის წინ აქვთ დაცული სადოქტორო ხარისხი.
პროგრამის ხანგრძლივობა:
- პოსტდოქტორანტებისთვის - 3-12 თვე
- გამოცდილი მეცნიერებისთვის: 2-3 თვე
სამეცნიერო კვლევის დაწყების პერიოდი: 1 სექტემბერი 2011 – 28 თებერვალი 2012.
მკვლევარებს აუნაზღაურდებათ მგზავრობისა და სამედიცინო დაზღვევის ხარჯები. წარმატებული კანდიდატებისთვის გამოყოფილი ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს:
- პოსტდოქტორანტებისთვის: 2500 ევროს
- გამოცდილი მეცნიერებისთვის: 3000 ევროს
საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 10 მარტი.
ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა, ასევე დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე: www.recherche.paris.fr