ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საგრანტო კონკურსები

საკონფერენციო გრანტების კონკურსი

განცხადებები

საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების დაფინანსებას იწყებს.

საკონფერენციო გრანტების კონკურსი შემდეგ სამეცნიერო  მიმართულებებზე ცხადდება:

·      საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაციები;

·      სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;

·      მათემატიკა, მექანიკა;

·      ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია;

·      დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო;

·      სამედიცინო მეცნიერებები;

·      საინჟინრო მეცნიერებები, მაღალტექნოლოგიური მასალები;

·      აგრარული მეცნიერებები.

საკონფერენციო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებას; ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას;  საერთაშორისო მასშტაბით საქართველოში მოღვაწე მეცნიერთა შრომების პოპულარიზაციას.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა და საკონფერენციო გრანტის მიღება შეუძლიათ: საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლისა  და კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს და საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს მაგისტრის, დოქტორის  ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, არის დოქტორანტი ან აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი.

საგრანტო კონკურსი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. განაცხადით ფონდიდან მოთხოვნილი საკონფერენციო გრანტის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს.

კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებელი კონფერენციის ჩატარება გათვალისწინებული უნდა იყოს 2010 წლის 15 სექტემბრიდან – 30 ნოემბრამდე პერიოდში.

ფონდში განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 1 ივლისი, 2010.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ გვერდი ან მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.

ბანერები