საგრანტო კონკურსი მკვლევართათვის
განცხადებები
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს კონკურსს “საერთაშორისო კვლევითი ჯგუფის - დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები სამხრეთ კავკასიაში - შემადგენლობაში ქართველ მეცნიერთა ჩართვა“.
კონკურსის მიზანია მეცნიერების სფეროში საქართველოს თანამშრომლობის გაფართოება-გაღრმავება საფრანგეთის რესპუბლიკისა და მეზობელ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან და ქართველ მეცნიერთა ევროპულ კვლევით სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა. თანამშრომლობა განხორციელდება საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრის (CNRS) ინიციატივით შექმნილი კოლაბორაციის - საერთაშორისო კვლევითი ჯგუფის “დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები სამხრეთ კავკასიაში (IRG)” ფარგლებში.
კონკურსის სამეცნიერო მიმართულებაა: დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, კერძოდ მცირე კავკასიონის (სამხრეთ კავკასიონის) ქედის ბუნებრივი რესურსების (წიაღისეულისა და ნახშირწყლების) და ტექტონიკური აქტიურობის (სეისმოლოგიური რისკების შედეგების) კვლევა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია შესაბამისი პროფილის ქართველ მეცნიერთა ჯგუფს, რომელიც დაკომპლექტებულია არაუმეტეს სამი პროფილური სამეცნიერო ორგანიზაციის (კვლევითი ინსტიტუტის ან/და უნივერსიტეტის) თანამშრომლებისაგან. გრანტი გაიცემა მეცნიერთა მხოლოდ ერთ ჯგუფზე.
პროექტის დასაფინანსებლად ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 80 000 ევროს ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.
კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 7 ოქტომბერი, 2010.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
http://www.rustaveli.org.ge/index.php?module=multi&page=detals&multi_id=18&id=406