საგრანტო კონკურსი FaRiG Rothschild Research
განცხადებები
საქართველოში აკადემიური კვლევის მეგობართა საზოგადოება აცხადებს საგრანტო კონკურსს.
კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ მკვლევარებს განახორციელონ კვლევა (სასურველია საქართველოს ტერიტორიაზე) საქართველოს უნიკალური კულტურისა და მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც საჭიროებს ყურადღებას ფართო საზოგადოებისაგან (უცხოეთიდან).
კვლევის განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერ ენაზე, თუმცა სავალდებულოა რომ გამოსაცემი მასალა იყოს ინგლისურ ენაზე.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქართველ მკვლევარებს. უპირატესობა მიენიჭებათ 25-დან 45 წლამდე ახალგაზრდა მკვლევარებს.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 15 დეკემბერი, 2010.
კონკურსის შედეგები ცნობილი გახდება 2011 წლის იანვრის ბოლოს.
სააპლიკაციო ფორმა და ორი სარეკომენდაციო წერილი (პირდაპირ რეკომენდატორის მიერ) უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე robert@scallon.co.uk.
სააპლიკაციო ფორმა იხილეთ თანდართული დოკუმენტის სახით.>>