საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამა
განცხადებები
მე-7 ჩარჩო პროგრამის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამა -თანამშრომლობის გაძლიერება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებთან ევროპული კვლევითი არეალის აქტივობა ERA-WIDE-ის ფარგლებში. ქვეაქტივობა - ERA INCO.2011-6.1 - აღმოსავლეთ ევროპა და სამხრეთ კავკასია: მოლდავეთი, საქართველო, უკრაინა, ბელორუსია, სომხეთი, აზერბაიჯანი.
ბიუჯეტი - 6 მილიონი ევრო. ბიუჯეტი ერთი პროექტისთვის - საშუალოდ 500 000 ევრო. პროექტის ხანგრძლივობა - 2-3 წელი.
პროგრამის მიზანია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნების კვლევითი ცენტრების ევროპულ კვლევით სივრცესთან თანამშრომლობის ხელშეწყობა.
განაცხადის წარდგენა შეუძლია დამოუკიდებელ ან მსხვილი კვლევითი ორგანიზაციის (მაგ. უნივერსიტეტი) ფარგლებში არსებულ კვლევით ცენტრს (კვლევით ინსტიტუტს) ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებიდან, რომელიც ამავდროულად პროექტის კოორდინატორიცაა.
პროექტი მიზნად უნდა ისახავდეს მხოლოდ ერთი ასეთი ცენტრის განვითარებას. პარტნიორის სახით აუცილებელია ერთი ან მეტი კვლევითი ინსტიტუციის ჩართვა ევროკავშირის წევრი ან მასთან ასოცირებული ქვეყნებიდან, რომელიც დაეხმარება მიზნობრივ კვლევით ცენტრს პროექტით გათვალისწინებული ამოცანების გადაჭრაში.
კვლევითი ცენტრის სამეცნიერო სფერო უნდა შეესაბამებოდეს მე-7 ჩარჩო პროგრამის თემატურ პრიორიტეტებს:
1. ჯანდაცვა
2. კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და მეთევზეობა, ბიოტექნოლოგიები
3. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
4. ნანომეცნიერებები, ნანოტექნოლოგიები, მასალები და წარმოების ახალი ტექნოლოგიები
5. ენერგეტიკა
6. გარემოს დაცვა (კლიმატური ცვლილებების ჩათვლით)
7. ტრანსპორტი (აერონავტიკის ჩათვლით)
8. სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებები
9. კოსმოსი
10. უსაფრთხოება
პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია შემდეგი აქტივობების განხორციელება:
- ევროკავშირის წევრი და მასთან ასოცირებული ქვეყნების კვლევით ცენტრებთან მჭიდრო კავშირის დამყარება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი კვლევებისა და ექსპერიმენტების განხორციელება, მოკლევადიანი ვიზიტების, თანამშრომელთა გაცვლისა და სემინარების ორგანიზება და სხვა;
- სასწავლო მოდულების განვითარება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს კვლევითი ცენტრების კომპეტენციის ამაღლებასა და მის მონაწილეობას ჩარჩო პროგრამის სხვა პროექტებში;
- კვლევითი ცენტრის განვითარების სტრატეგიის შემუშავება მისი მასშტაბებისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლება ქვეყნისა და რეგიონის სოციო-კულტურულ საჭირობების გათვალისწინების ხარჯზე.
პროექტის წარდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 15 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://cordis.europa.eu/fp7/dc/index.cfm?fuseaction=UserSite.FP7DetailsCallPage&call_id=354, ან მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.