საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS)
განცხადებები
გერმანიის ბუნდესტაგი ბერლინის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში მაღალი კვალიფიკაციის მქონე და პოლიტიკური საკითხებით დაინტერესებულ 100 ახალგაზრდას 21 სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველწლიურად აძლევს შესაძლებლობას, უშუალოდ გაეცნოს გერმანიაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს. სტიპენდიატებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, 5 თვის განმავლობაში იმუშაონ ბუნდესტაგის დეპუტატთა ბიუროებში და მონაწილეობა მიიღონ უამრავ ღონისძიებასა და შემეცნებით ექსკურსიაში.
2012 წლის სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გერმანიის საელჩოში განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 30 ივნისი, 2011.
„საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის“ პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ინტერნეტ-გვერდზე: www.bundestag.de/ips
2011 წლის 10 ივნისს გერმანიის საელჩო გამართავს საინფორმაციო შეხვედრას „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის“ შესახებ. დაინტერესებული პირები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას პროგრამის მიზნებისა და 2012 წლის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შეტანის პროცედურების შესახებ.
მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი, რუმინული აუდიტორია (# 332), ილია ჭავჭავაძის გამზ. #1.
თარიღი: 2010 წლის 10 ივნისი, 12 საათი.