ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საგრანტო კონკურსები

რობერტ ბოშის ფონდის სტიპენდიები

განცხადებები

რობერტ ბოშის ფონდი აცხადებს კონკურსს 2011/2012 წლისთვის კულტურის სფეროს მენეჯერთათვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.

პროგრამა გულისხმობს 13 თვიან პრაქტიკას გერმანულ ორგანიზაციაში. პროგრამის განმავლობაში სტიპენდიანტები განახორციელებენ ინოვაციურ პროექტებს საკუთარი ქვეყნის ხელოვნებისა და კულტურის წარმოსაჩენად. მონაწილეები მიიღებენ გამოცდილებას კულტურისა და ხელოვნების მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში და დაამყარებენ საჭირო კონტაქტებს.

ფონდი ყოველწლიურად აფინანსებს 12 კანდიდატს. გამარჯვებულებს გადაეცემათ ყოველთვიური სტიპენდია 1 000 ევროს ოდენობით. მათ დამატებით აუნაზღაურდებათ მგზავრობისა და დაზღვევის ხარჯები. ამას გარდა, მონაწილეებს სტიპენდია გადაეცემათ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ 3 თვის განმავლობაშიც.

პროგრამა იწყება ყოველი წლის ოქტომბერში.

მონაწილეთათვის გერმანული ენის ცოდნა სავალდებულოა.

2011-2012 წლისათვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 6 მარტი, 2011.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://www.moe-kulturmanager.de/jetzt-bewerben/

ბანერები