ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საგრანტო კონკურსები

პროგრამა ”ინტერნაციონალური ჯგუფი”

განცხადებები

”ინტერნაციონალური ჯგუფი” (The International Class) არის ათთვიანი სწავლების კურსი, რომელიც მონაწილეებს სთავაზობს პოსტმოდერნისტული და სოციალური კონსტრუქტივიზმის (activity-theory) თეორიების გაცნობას, რომელებიც სოციალური და მენტალური თერაპიის, განათლების და საზოგადოების განვითარების სხვა სფეროებში გამოიყენება.

ათი თვის მანძილზე ჯგუფი სამჯერ იკრიბება ინსტიტუტში (ორი ხუთდღიანი და ერთი ათდღიანი ვიზიტი), მონაწილეები ინსტიტუტის აკადემიურ პერსონალთან ერთად აწარმოებენ დაკვირვებებსა და ექსპერიმენტებს. დანარჩენ პერიოდში ჯგუფის წევრები საკუთარ ქვეყნებში ეცნობიან სხვადასხვა თეორიებსა და მეთოდებს, იმართება ონლაინ სემინარები და კონფერენციები.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. მონაწილეობის საფასურია 3200 აშშ დოლარი. მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობისთვის განსაზღვულია სრული და ნაწილობრივი სტიპენდიები. მსურველებს განაცხადების გაგზავნა შეუძლიათ 2010 წლის ივლისის განმავლობაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:

http://www.eastsideinstitute.org/internationalclass/index.html

ბანერები