პოსტსადოქტორო სტიპენდიები
განცხადებები
პროგრამა განკუთვნილია ჰუმანიტარული, სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ახალგაზრდა მკვლევარებისთვის. მათ საშუალება ექნებათ განახორციელონ კვლევა იაპონიის უნივერსიტეტებსა და სხვა სამეცნიერო ინსტიტუტებში.
მონაწილეობის მისაღებად უცხოელი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
1. უნდა იყოს იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელთანაც იაპონია დიპლომატიურ ურთიერთობაში იმყოფება;
2. სტიპენდიის ძალაში შესვლის დროისთვის მოპოვებული უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი;
3. უნდა წარადგინოს იაპონელ სამეცნიერო ხელმძღვანელთან შეთანხმებული კვლევის გეგმა.
პროგრამის ხანგრძლივობა: 12 - 24 თვე.
2011/2012 წლისთვის დაგეგმილია სტიპენდიების გაცემა ორ ნაკადად. სტიპენდიის ძალაში შესვლის სავარაუდო თარიღებია:
I ნაკადისთვის: 1 აპრილი, 2011 - 30 სექტემბერი, 2011.
II ნაკადისთვის: 1 სექტემბერი, 2011 - 30 ნოემბერი, 2011.
მნიშვნელოვანია: განაცხადი უნდა შეიტანოს მასპინძელმა იაპონელმა მკვლევარმა, რომელიც თანახმაა უცხოელი სტიპენდიანტის პოსტსადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელობაზე.
აპლიკაციის პროცესის საფეხურები:
1. აპლიკანტთან (მასპინძელ მკვლევართან) დაკავშირება და მოლაპარაკება;
2. მასპინძელი მკვლევარის მიერ განაცხადის წარდგენა კვლევითი დაწესებულების შესაბამის სამსახურში;
3. ამ სამსახურის მიერ აპლიკაციის მიწოდება იაპონიის მეცნიერების მხარდამჭერი საზოგადოებისთვის.
აპლიკაციის მესამე საფეხურისთვის დადგენილი ვადებია:
I ნაკადისთვის: 30 აგვისტო 2010 - 3 სექტემბერი 2010.
II ნაკადისთვის: 6 - 12 მაისი, 2011.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული http://www.jsps.go.jp/english/e-fellow/fellow.html ან მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.