ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საგრანტო კონკურსები

მოკლევადიანი გრანტები დოქტორანტთათვის

განცხადებები

”კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი” ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულების დოქტორანტებს სთავაზობს გრანტებს მოკლევადიანი ვიზიტების განსახორციელებლად.

პროგრამის ფარგლებში დოქტორანტებს საშუალება ეძლევათ მაქს. სამი თვის განმავლობაში იმუშაონ სადოქტორო თემაზე ფრიბურგის უნივერსიტეტში ან დაესწრონ აკადემიურ კონფერენციებს. მათ შეეძლებათ ფრიბურგის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით, ასევე კვლევითი ინფრასტრუქტურით სარგებლობის უფლება. გარდა ამისა გრანტი კარგი საშუალებაა ახალგაზრდა მკლვევარებისთვის მათი კვლევის სფეროში აკადემიური ქსელისა და კავშირების გაფართოებისთვის.

მოკლევადიანი გრანტი აანაზღაურებს მგზავრობის, ვიზის, ცხოვრებისა და ყოველდღიურ ხარჯებს.

განაცხადების შეტანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს (გამგზავრების სასურველ ვადამდე ერთი თვით ადრე მაინც).

დამატებითი ინფორმაცია საგრანტო პროგრამისა და სააპლიკაციო ფორმის შესახებ იხილეთ ბმულზე: http://www.ascn.ch/en/grants_scholarships/Short-term-grants.html

ბანერები