ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საგრანტო კონკურსები

მოკლევადიანი გრანტები დოქტორანტებისა და პროფესორებისთვის

განცხადებები

კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელი" 5-წლიანი პროგრამაა, რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიაში ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარება. იგი ფინანსდება "გებერტ რიუფ ფონდიდან" და ხორციელდება ფრიბურგის უნივერსიტეტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინტერფაკულტეტური ინსტიტუტის მიერ. 

პროგრამის ფარგლებში ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულების მკვლევარებს შესაძლებლობას მისცემს მოკლევადიანი გრანტები მოიპოვონ ფრიბურგისა და შვეიცარიის სხვა უნივერსიტეტებში. გრანტები დოქტორანტებს და პროფესორებს სთავაზობს:

ა) შვეიცარიაში გამართულ კონფერენციებში მონაწილეობას;
ბ) მეცნიერთა გაცვლით პროგრამებს, შვეიცარიის აკადემიურ ინსტიტუტებში ვიზიტებს, რომელთა მიზანიცაა თანამშრომლობის ხელშეწყობა;
გ)სპეციფიკურ კვლევით პროექტებთან დაკავშირებულ ვიზიტებს;
დ)სამეცნიერო ნაშრომზე მუშაობის პროცესში შვეიცარიის კვლევითი ინფრასტრუქტურის გამოყენებას(ბიბლიოთეკები, კვლევითი ცენტრები, პუბლიკაციები და სხვა).

გრანტი საშუალებას მისცემს მის მფლობელებს, გააფართოვონ თავიანთი აკადემიური ქსელი, შეხვდნენ კოლეგებს თვიანთ დარგსა და ექსპერტიზაში. გრანტები განკუთვნილია საქართველოს ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულების მკვლევარისთვის.

დეტალური ინფორმაცია გრანტის თაობაზე იხილეთ თანდართული დოკუმენტებში. (სააპლიკაციო ფორმა, პირობები,საჭირო საბუთების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია).

ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ "კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელის" ადგილობივ სამსახურს.

ASCN პროგრამის საქართველოს საკოორდინაციო სამსახური:

თინათინ ქადაგიშვილი - პროექტის ასისტენტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჩოლოყაშვილის 3/5
ოთახი # F 302
ტელ: 877 55 33 16
ელ ფოსტა: tiko_kadagishvili@iliauni.edu.ge

რეგულირების დოკუმენტი

სააპლიკაციო ფორმა

ბანერები