MARIE CURIE INITIAL TRAINING NETWORKS 2011 (ITN)
ACTION - Marie Curie Initial Training Networks - მკვლევარების მხარდაჭერა ტრეინინგებისა და კარიერული განვითარებისთვის აქტივობა ფარავს კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების ყველა მიმართულებას. განაცხადების კლასიფიცირება შესაძლებელია 8 ძირითადი კვლევის სფეროს (ე.წ. პანელი) მიხედვით. უნდა აირჩეს ერთი ძირითადი დისციპლინა:
1. Chemistry (CHE);
2. Social Sciences and Humanities (SOC);
3. Economic Sciences (ECO);
4. Information Science and Engineering (ENG);
5. Environmental and Geo-Sciences (ENV);
6. Life Sciences (LIF);
7. Mathematics (MAT);
8. Physics (PHY).
განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 26 იანვარი 2011, 17:00:00 ბრიუსელის დროით.
სავარაუდო ბიუჯეტი: EUR 318.41 მილიონი.
პროექტებისთვის ბიუჯეტის ლიმიტი არ არსებობს. თითოეული პროექტის ბიუჯეტი დამოკიდებულია მკვლევართა მობილობისთვის დაგეგმილ თვეთა რაოდენობაზე (researcher-months). ერთი პროექტის ფარგლებში დასაშვებია მაქსიმუმ 500 ”researcher month”.
პროგრამის მაქსიმალური ხანგრძლივობა: 4 წელი.
შესაძლებელია ორი ტიპის ITN-ქსელის ჩამოყალიბება: Multi-partner ITN და Mono-partner ITN, რომელთაგან ჩვენთვის უფრო ხელსაყრელი არის Multi-partner ITN, რადგან მეორე ტიპის ქსელში შესაძლებელია მხოლოდ ასოცირებული პარტნიორის სტატუსით ჩართვა, რაც საშუალებას არ მოგვცემს ტრეინინგ-პროგრამაში ჩავრთოთ ჩვენი მკვლევარები.
Multi-partner ITN - ამ ტიპის ქსელის შესაქმნელად საჭიროა კონსორციუმი მინიმუმ 3 მონაწილით, რომელთაგან თითოეული ევროკავშირის წევრი ან ასოცირებული ქვეყნის წარმომადგენელია. ერთი ქვეყნიდან შესაძლებელია მხოლოდ ერთი მონაწილე (Participant). დამატებით შესაძლებელია მონაწილეთა ჩართვა მესამე ქვეყნებიდანაც. კონსორციუმის წევრთა რაოდენობა სასურველია იყოს 6-დან 10-მდე.
კონსორციუმში შეიძლება გაერთიანდნენ შემდეგი სახის ორგანიზაციები:
· ნაციონალური ორგანიზაციები - უნივერსიტეტები, კვლევითი ცენტრები - კერძო ან საჯარო;
· კომერციული კომპანიები, მცირე და საშუალო ბიზნესი;
· Non-profit და საქველმოქმედო ორგანიზაციები - NGO-ები, ფონდები და სხვა;
· საერთშორისო ევროპული ორგანიზაციები - მაგ. CERN, EMBL;
· ევროკავშირის ერთობლივი კვლევითი ცენტრი;
· საერთაშორისო ორგანიზაციები - მაგ. WHO, UNESCO და სხვა.
კონსორციუმში გაწევრიანება შეიძლება ორი სტატუსით:
Participants (level 1):
მონაწილეები არიან ქსელის სრულყოფილი წევრები. ისინი უშუალოდ მონაწილეობენ ერთობლივი ტრეინინგ-პროგრამის შემუშავება-განხორციელებაში, მკვლევართა შერჩევისა და დასაქმების პროცესში, უზრუნველყოფენ სპეციალიზირებულ კვლევით ტრეინინგებს, დამატებით ტრეინინგებს და სტაჟირების შესაძლებლობებს. სრული პარტნიორები ხელს აწერენ საგრანტო შეთანხმებას, იღებენ დაფინანსებას და საკუთარ თავზე იღებენ დაგეგმილი პროგრამის განხორციელების პასუხისმგებლობას.
Associated partners (level 2):
ასოცირებული პარტნიორები არ არჩევენ მკვლევარებს, მაგრამ ატარებენ კვლევით და დამატებით ტრეინინგებს და ქმნიან სტაჟირების შესაძლებლობებს.
რადგანაც ეს აქტივობა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს არჩეულ მკვლევარებს კარიერულ წინსვლაში როგორც აკადემიურ, ისე სამეწარმეო დონეზე, პროექტებში კერძო სექტორის (ბიზნეს-კომპანიების, მცირე და საშუალო ბიზნესის) ჩართვა აუცილებელია. კერძო სექტორის ორგანიზაციები პროექტებში შეიძლება ჩაერთონ როგორც მონაწილის ისე ასოცირებული პარტნიორის სტატუსით, თუმცა უპირატესობა მიენიჭებათ ისეთ პროექტებს, რომლებშიც ბიზნეს-სექტორი მონაწილის (Participant (level 1) სტატუსით იქნება ჩართული. თუ საქმე ეხება მეცნიერების ისეთ სფეროს, რომელსაც ნაკლები შეხება აქვს კერძო სექტორთან, ამ შემთხვევაში ისინი ასოცირებული პარტნიორის სტატუსით უნდა იღებდნენ პროექტში მონაწილეობას.
ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია პროექტში გათვალისწინებული იყოს კერძო სექტორის ჩართულობა.
Eligible researchers:
კონკურსის შედეგად უნდა შეირჩეს უმეტესად დამწყები მკვლევარები, თუმცა შესაძლებელია მცირე რაოდენობით გამოცდილი მკვლევარების ჩართვაც (პროექტის ფარგლებში შერჩეული კადრების 80 % უნდა იყოს დამწყები მკვლევარი). დამწყები მკვლევარისთვის მხარდაჭერის პერიოდი განსაზღვულია 3-დან 36 თვემდე. გამოცდილ მკვლევართათვის კი - მაქს. 24 თვე.
დამწყები მკვლევარი - პირი, რომელსაც აქვს მაქსიმუმ 4 წლის სამეცნიერო მუშაობის გამოცდილება (მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მოპოვების შემდეგ) და ჯერ არ მიუღია დოქტორის აკადემიური ხარისხი.
Training Programme:
ქსელის წევრები შეიმუშავებენ ერთობლივ ტრეინინგ-პროგრამას, რომელიც გამიზნული იქნება დამწყები მკვლევარების (early-stage researchers) კვლევითი კომპეტენციის განვითარებისთვის.
ტრეინინგ-პროგრამაში დასაშვებია შემდეგი ტიპის აქტივობები:
· პირველ რიგში, ინდივიდუალური პერსონალიზირებული პროექტის ფარგლებში კვლევის განხორციელება შესაბამისი მეთვალყურეობით;
· სტრუქტურული ტრეინინგ-კურსების ორგანიზება (მაგ. ტუტორიუმი, სალექციო კურსები) ლოკალურ დონეზე ან ქსელის სხვა მონაწილესთან ერთად (მაგ. ერთობლივი სილაბუსების, ერთობლივი სადოქტორო პროგრამების განვითრება და სხვა);
· ცოდნის გაზიარება ქსელის მონაწილეთა შორის, გაცვლითი ვიზიტები კერძო სექტორთან და სტაჟირებები;
· საზაფხულო სკოლების, სემინარებისა და ვორქშოფების ჩატარება;
· დამატებითი ტრეინინგების ჩატარება, მაგ. კურსები კვლევითი პროექტების მენეჯმენტში, ენობრივი კურსები და სხვა;
· კონსორციუმის მონაწილეთა ჩართვა დამატებით აქტივობებში, მაგ. პროექტების წერის პროცესში.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთოხვთ მოგვმართოთ გავნითარებისა და საგარეო ურთიერთოებების სამსახურს. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ კონსორციუმის შედგენასა და საგრანტო განაცხადის შევსების პროცესში.