მაცუმის საერთაშორისო ფონდის სტიპენდიები
განცხადებები
მაცუმის საერთაშორისო ფონდმა (The Matsumae International Foundation) გამოაცხადა სტიპენდიების პროგრამა 2012 წლისათვის.
სტიპენდია საშუალებას აძლევს მკვლევარებს განახორციელონ კვლევა იაპონიაში მათ მიერ შერჩეულ დაწესებულებაში: უნივერსიტეტების კვლევით ლაბორატორიებში, ეროვნულ კვლევით დაწესებულებებში, ასევე კერძო დაწესებულებებში, 3-დან 6 თვის განმავლობაში. ამ მიზნით ფონდმა სულ 20 სტიპენდია გამოყო.
კვლევის საწარმოებლად პრიორიტეტული სფეროებია: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, საინჟინერო საქმე და მედიცინა.
სტიპენდიის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე www.mes.gov.ge ლინკში სწავლება საზღვარგარეთ.
დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის პირობების, ოდენობის, წარსადგენი დოკუმენტაციის, კრიტერიუმების შესახებ და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ საიტზე www.mars.dti.ne.jp ასევე დანართი, დანართი2
დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტაცია უნდა გადააგზავნონ მაცუმის საერთაშორისო ფონდში არაუგვიანეს 2011 წლის 31 აგვისტოსი.