ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საგრანტო კონკურსები

ლუდვიგ ბოლცმანის სახელობის სტიპენდიები

განცხადებები

ფიზიკის დარგში კვლევების წახალისების მიზნით აბდუს სალამის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრი იწყებს პოსტსადოქტორო სტიპენდიების ახალ პროგრამას კონდენსირებული გარემოსა და სტატისტიკური ფიზიკის მიმართულებით, რომელიც მოიცავს შემდეგ თემებს:

 - უწონადობის კვანტური ფიზიკა (out of equilibrium quantum physics);
- კვანტური ინფორმაცია და კვანტური რთული სისტემები (quantum information and quantum complex systems);
- რთული სისტემების სტატისტიკური მექანიკა (statistical mechanics of complex systems);
- ძლიერი კორელაციის ფიზიკა (strong correlation physics (including ultra-cold atoms and molecules);
- კვანტური ტრანსპორტი ნანოსტრუქტურებში (quantum transport through nanostructures);
- დაბალ განზომილებიანი კვანტური სისტემები (low dimensional quantum systems);
- ბიოლოგიურად რელევანტური სისტემების სიმულირება (simulation of biologically relevant systems);
- მასალების მოდელირება ენერგიის გამოყენებისთვის (modeling of materials for energy applications).

პროგრამის ხანგრძლივობა: 3 + 2 წელი.

ყოველთვიური სტიპენდიის რაოდენობა: 2,500 - 3,000 ევრო.
 
კანდიდატებს მოეთხოვებათ. მოცემულ სფეროში აქტიური და დამოუკიდებელი პოსტსადოქტორო საქმიანობის გამოცდილება.

განაცხადები უნდა გაიგზავნოს ელექტრონული სისტემის მეშვეობით:

https://onlineapps.ictp.it/ENTER/APPLICANT/CF10.mhtml

განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტებია:

- მოკლე ბიოგრაფია (CV) პუბლიკაციების სრული სიით
- სამი სარეკომენდაციო წერილი (უნდა აიტვირთოს რეკომენტატორთა მიერ ელექტრუნული რეგისტრაციის ვებ-გვერდზე)

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 30 ნოემბერი, 2010.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://portal.ictp.it/cmsp/SeniorPostdocAnnouncement2011.pdf

http://portal.ictp.it/cmsp

 ან მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.

ბანერები