ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საგრანტო კონკურსები

ლეინ კირკლანდის სახელობის სტიპენდია

განცხადებები

პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდი და პოლონურ-ამერიკული ფულბრაიტის კომისია აცხადებენ კონკურსს ლეინ კირკლანდის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად 2012-2013 აკადემიური წლისათვის.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ისწავლონ ორი სემესტრის განმავლობაში პოლონურ უნივერსიტეტებში და გაიარონ 2-4 კვირიანი სტაჟირება პოლონეთის სახელმწიფო/კერძო სტრუქტურებში. პროგრამის მონაწილეები მიიღებენ სტიპენდიას თვეში 1800 პოლონური ზლოტის ოდენობით. პროგრამა ფარავს სწავლების, დაბინავების, დაზღვევის, მგზავრობის, ვიზის, წიგნებისა და სხვა სასწავლო მასალების ხარჯებს. 

სფეროები:
- ეკონომიკა და მართვა;
- ადმინისტრირება/მართვა;
- საჯარო ადმინისტრაცია;
- სამართალი;
- საზოგადოებრივი მეცნიერებები;
- პოლიტიკური მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები;
- განვითარების პოლიტიკა და ჰუმანიტარული დახმარება.

აუცილებელი მოთხოვნები:
- უკრაინის, ბელორუსიის, რუსეთის, მოლდავეთის, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის ან ყირგიზეთის მოქალაქეობა ან მუდმივი ცხოვრების უფლება;
- მაგისტრის წოდება;
- 35 წლამდე ასაკი (დასაბუთების შემთხვევაში 40 წლამდე ასაკი);
- პოლონური ენის ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა იმ შემთხვევაში, თუ შერჩეული კურსი იკითხება ინგლისურ ენაზე;
- პროფესიული გამოცდილება 2 წელი.

საჭირო საბუთები:
- შევსებული განაცხადის ფორმა;
- ორი სარეკომენდაციო წერილი (პოლონურ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე);
- უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი.

განაცხადების მიღების ბოლო დღეა 2012 წლის 1 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული დოკუმენტი ან ვებ-გვერდი.

ბანერები