კვლევითი პროექტების საგრანტო კონკურსი
განცხადებები
”კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი" (Academic Swiss Caucasus Net) 5-წლიანი პროგრამაა, რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიაში ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარება. იგი ფინანსდება "გებერტ რიუფ ფონდიდან" და ხორციელდება ფრიბურგის უნივერსიტეტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინტერფაკულტეტური ინსტიტუტის მიერ.
„კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი“ ქართველი მკვლევარებისთვის აცხადებს კვლევითი პროექტების საგრანტო კონკურსს. პროექტები უნდა ესადაგებოდეს ერთ-ერთს ქვემოთ ჩამოთვლილი თემებიდან:
ინსტიტუტები- ქსელები- ძალაუფლება
რელიგია-ერი- იდენტობები
გრანტის ოდენობა:
თითოეული გამარჯვებული პროექტისთვის დაფინანსება შეადგენს 40 000 შვეიცარიულ ფრანკს. პროექტების ხანგრძლივობა უნდა იყოს 2 წელი. საწყისი დაფინანსება-20 000 შვეიცარიული ფრანკი გაიცემა პირველი 12 თვისთვის.
დოკუმენტაცია:
სამეცნიერო პროექტების წარსადგენად გამოიყენეთ სააპლიკაციო ფორმა, რომელიც უნდა ჩამოტვირთოთ ვებგვერდიდან: http://ascn.ch/en/research/Open-Calls/Georgia.html სააპლიკაციო ფორმის პირველი გვერდი უნდა იყოს ხელმოწერილი და დასკანირებული. ყველა დოკუმენტი (სააპლიკაციო ფორმა,რეზიუმე და სხვა) უნდა მოთავსდეს ერთ PDF ფაილში და გაიგზავნოს კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის შემდეგ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე: info@ascn.ch და denis.dafflon@unifr.ch. Subject გრაფაში მიუთითეთ „ASCN Call- Georgia 2011". შეკითხვებისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ პროგრამის შვეიცარიის სამსახურს იმავე საფოსტო მისამართებზე, ან დაუკავშირდით ”კავკასიის შვეიცარიული აკადემოური ქსელის” საქართველოს საკოორდინაციო სამსახურის კოორდინატორს, გიგა ზედანიას: giga_zedania@iliauni.edu.ge.
სამეცნიერო პროექტების შეფასება/შერჩევა მოხდება სამეცნიერო საბჭოს მიერ, რომელიც დაკომპლექტებულია უცხოელი ექსპერტებით.
შეფასებისას გამოყენებული იქნება შემდეგი კრიტერიუმები:
ა)პროექტების სამეცნიერო ხარისხი(კვლევის კითხვების ჩამოყალიბება, კვლევის მეთოდები,კვლევის გეგმა, სხვა);
ბ)შესაბამისობა მოცემულ თემებთან;
გ) აპლიკანტების სამეცნიერო კომპეტენციები;
დ)ახალგაზრდა მკვლევარების ჩართულობა;
ე)ინგლისური ენის ცოდნის დონე.
პროექტების შემოტანა შეუძლიათ მხოლოდ ქართველ მკვლევარებს, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში.
პროექტების ჩაბარების ბოლო ვადაა 2011 წლის 3 ივნისი.
შედეგები გამოცხადდება 2011 წლის ივლისში. დამტკიცებული პროექტები დაიწყება 2011 წლის 1 სექტემბრიდან.
ინფორმაცია იხილეთ პროგრამის ვებ გვერდზე:
http://ascn.ch/en/about_ascn/people_involved.html
საინფორმაციო შეხვედრა პროექტებთან დაკავშირებით გაიმართება
18 აპრილს, 17:00 საათზე.
მისამართი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჭავჭავაძის გამზ. 32.
I სართული, ოთახი 101.
შეხვედრას ჩაატარებს პროგრამის კოორდინატორი, დენის დაფლონი.
რეგისტრაცია:
დასწრების მსურველებს, გთხოვთ, 14 მარტამდე მოგვწეროთ თქვენი სახელი, გვარი, ორგანიზაციის/დაწესებულების დასახელება შემდეგ ელ. მისამართზე: tiko_kadagishvili@iliauni.edu.ge.