ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საგრანტო კონკურსები

კონკურსი საგრანტო განაცხადების მიღებაზე

განცხადებები

აბდუს სალამის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრი ყოველწლიურად აფინანსებს 50-მდე სამეცნიერო კვლევასა და ღონისძიებას ფიზიკისა და მათემატიკის სფეროებში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მეცნიერებს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. განაცხადების შეტანა შესაძლებელია სხვადასხვა ტიპისა და ხანგრძლივობის აქტივობების (სემინარები, კონფერენციები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი სკოლები) დასაფინანსებლად, რომლებიც შეესაბამებიან ცენტრის მიერ გამოცხადებულ კვლევის სფეროებს:

მაღალი ენერგია, კოსმოლოგია და ასტრო-ნაწილაკების ფიზიკა (High Energy, Cosmology and Astroparticle Physics)

კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკა (Condensed Matter Physics including Statistical Physics)

ფუნდამენტალური და გამოყენებითი მათემატიკა (Fundamental and Applied Mathematics)

დედამიწის სისტემათა ფიზიკა (Earth System Physics including Geophysics, Ocean Dynamics, Weather and Climate Modeling, Upper Atmosphere)

გამოყენებითი ფიზიკა (Applied Physics including Fluid Dynamics, Plasma Physics, Nuclear Data and Applications, Laser Physics, Energy Systems, Medical Physics, Ecological and Environmental Economics, Machine Learning, Computer Algorithms, Soft Matter, Biophysics and quantitative aspects of Life Sciences and Radio Propagation)

განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია ნებისმიერ დროს.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული http://www.ictp.trieste.it/pages/events/cfp.html ან მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.

ბანერები