კონკურსი მობილობის გრანტების მოსაპოვებლად
განცხადებები
მნიშვნელოვანი შენიშვნა: ქართული ვერსია წარმოადგენს მხოლოდ ზოგად ინფორმაციას. შესაბამისად, დაინტერესებული პირები უნდა გაეცნონ ინსტრუქციის ინგლისურ ვერსიას შემდეგ მისამართზე: http://www.utu.fi/sivustot/mid/applicants/apply/
მობილობა ინოვაციისა და განვითარებისათვის (MID – Mobility for Innovation and Development)
ეს კონსორციუმი 2012 წელს შედგა. 2013-2016 წლებში პროექტის ფარგლებში გაიცემა 220 გრანტი სტუდენტებზე, მკვლევრებზე და აკადემიურ და ადმინისტრაციულ თანამშრომლებზე პარტნიორ უნივერსიტეტებში ვიზიტების განსახორციელებლად. სწავლისა და კვლევის შესაძლებლობა ღიაა როგორც ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებისთვის, ისე ბელორუსი, მოლდოველი, უკრაინელი, ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეებისთვის.
მობილობა ხელს შეუწყობს ინსტიტუციურ განვითარებას როგორც გამგზავნ, ისე მასპინძელ უნივერსიტეტებში. პროგრამა გააძლიერებს კავშირებს ევროპისა და ბელორუსიის, მოლოდვეთის, უკრაინის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზოგადოებებს შორის.
ინფორმაცია აპლიკანტებისათვის:
განაცხადების მიღება დაიწყება 2012 წლის 18 ოქტომბერს.
პირველი კონკურსი დაიწყება 2012 წლის 18 ოქტომბერს. გაცემული გრანტები მოიცავს მობილობას 2013 წლის შემოდგომიდან. გრანტები გაიცემა მობილობის ყველა დონეზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, პოსტდოქტორანტურა, აკადემიური და ადმინისტრაციული თანამშრომლები. |
სტუდენტებს, რომლებსაც სურთ მიიღონ ხარისხი ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებში: აპლიკაციის გაგზავნამდე აპლიკანტები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, მიიღონ სრულფასოვანი განათლება და დიპლომი ევროპაში, წინასწარ უნდა დაუკავშირდნენ მასპინძელ უნივერსიტეტს (უნივერსიტეტებს)და მოიპოვონ დამატებითი ინფორმაცია მოცემული უნივერსიტეტის შიდა შესარჩევი პროცედურების შესახებ. პარტნიორი უნივერსიტეტების უმრავლესობის შემთხვევაში, MID გრანტის მფლობელი ვერ მიიღებს მონაწილეობას პროგრამაში, რომელიც გასცემს ხარისხს, თუ კი მოლაპარაკება სტუდენტსა და მასპინძელ უნივერსიტეტს შორის არ შედგა თავიდანვე.
მნიშვნელოვანი თარიღები 2012 წლის მობილობის აპლიკანტებისათვის
• სააპლიკაციო პერიოდი: 18.10.–13.12.2012, 14:00 ფინეთის დროით (GMT +2) • განაცხადების მიღების ბოლო დღე : 20.12.2012, 14:00 ფინეთის დროით (GMT +2) • შესაძლოა, მობილობა დაიწყოს უკვე 2013 წლის შემოდგომაზე (გამონაკლისს წარმოადგენენ მაგისტრანტები და დოქტორანტები, რომლებიც ჩაირიცხებიან მასპინძელ უნივერსიტეტში სრულ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე). • მობილობები უნდა დაიწყოს 2013 წლის დეკემბერში (ყველაზე გვიანი) და დასრულდეს 2016 წლის 31 მაისში. |
როგორ შევიტანოთ განაცხადი
განაცხადის შეტანისას გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ ჩამოთვლილი ექვსი პუნქტი:
სწავლისა და კვლევის შესაძლებლობები
გთხოვთ გადახედოთ არსებულ აკადემიურ და კვლევით სფეროებს. თქვენი მობილობა უნდა შეესაბამებოდეს ინოვაციისა და განვითარების თემატიკას.
პროგრამები და სასწავლო პერიოდები
გთხოვთ გაეცნოთ პარტნიორი უნივერსიტეტების პროგრამებს მათი ვებ-გვერდის მეშვეობით. აპლიკაციის გავლის წინ გთხოვთ გაითვალისწინოთ მოცემული უნივერსიტეტის რეკომენდაციები სასწავლო პერიოდებთან დაკავშირებით.
სტუდენტებს: რა არის თქვენი მობილობის მიზანი, არა ხარისხზე ორიენტირებული მობილობა თუ სრული პროგრამა? თქვენი მობილობის მიზანი გამოკვეთილი უნდა იყოს აპლიკაციის გაგზავნამდე. გთხოვთ გაეცნოთ სექციას „გაცვლითი პროგრამით და სრული პროგრამით მონაწილე სტუდენტების აღწერა“the description of non-degree and degree studies“ http://www.utu.fi/sivustot/mid/applicants/apply/
მნიშვნელოვანი შენიშვნა: ონლაინ-განაცხადის გასახსნელად არ გამოიყენოთ Windows Explorer-ი! |
ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა მოგთხოვთ სამოტივაციო წერილის, სასწავლო გეგმის (ე.წ. "Learning Agreement"-ის) ან თქვენი კვლევის გეგმის/სწავლების გეგმის წარდგენას. ასევე აპლიკაცია უნდა მოიცავდეს ენის ცოდნის შეფასების საბუთს. გთხოვთ იქონიოთ ხელთ ინფორმაცია განვლილი სასწავლო პროგრამების და თქვენი განათლების შესახებ.
სააპლიკაციო სისტემა მოგანიჭებთ სპეციალურ სააპლიკაციო ნომერს - გთხოვთ არ დაკარგოთ ის!
ონლაინ-განაცხადების მიღება დასრულდება 2012 წლის 13 დეკემბერს, 14:00 საათზე, ფინეთის დროით (GMT +2).
დანართები
თქვენი განაცხადი არ იქნება განხილული, თუ კი ის არ დაასრულეთ და არ გააგზავნეთ ყველა საჭირო დანართი. საჭირო დანართების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად, გთხოვთ გაეცნოთ ინფორმაციის ,,როგორ შევიტანოთ განაცხადი“ ინგლისური ვერსიის (How to apply) მე-3 პუნქტს (http://www.utu.fi/sivustot/mid/applicants/apply/)
ყველა დანართს უნდა ჰქონდეს თქვენი სახელი და სპეციალური სააპლიკაციო ნომერი.
როგორ გავაგზავნო დანართები?
• გააგზავნეთ დანართები ერთიან pdf ფაილში. არ გააგზავნოთ დანართები Word-ის ან jpg დოკუმენტის სახით!
• ერთზე მეტი გვერდის მქონდე დოკუმენტები (მაგალითად: Learning Agreement-ი ან ენის ცოდნის შეფასების საბუთი) უნდა იყოს გამოგზავნილი სწორი თანმიმდევრობით;
• ჩაწერეთ თქვენი აპლიკაციის სპეციალური ნომერი თქვენი ელ-წერილის ‘subject’ ველში;
• არ გამოაგზავნოთ 2MB მოცულობაზე დიდი გზავნილები.
საჭირო დანართები უნდა გაიგზავნოს ელ-ფოსტით 2012 წლის 20 დეკემბრის 14:00 საათამდე ფინეთის დროით (GMT +2).
გთხოვთ გააგზავნოთ დანართები შემდეგ მისამართზე: mid.admissions@utu.fi
დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება. აქედან გამომდინარე, გთხოვთ გამოაგზავნოთ დანართები განაცხადის ფორმის შევსების შემდეგ უმოკლეს დროში. სთხოვეთ თქვენს რეკომენდატორებს, რომ გამოაგზავნონ თქვენი სარეკომენდაციო წერილები რაც შეიძლება ადრე შემდეგ მისამართზე: mid.admissions@utu.fi
შეინახეთ სააპლიკაციო დოკუმენტების დედნები! კონსორციუმი განიხილავს შერჩეული კანდიდატების დოკუმენტებს. თუ კი თქვენ იქნებით შერჩეული კონსორციუმის მიერ, დოკუმენტების დედნები წარდგენილი უნდა იყოს მასპინძელ უნივერსიტეტში. არასწორი და ყალბი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, აპლიკანტის კანდიდატურის განხილვა შეწყდება. |
დაელოდეთ შედეგებს
კონკურსის შედეგები იქნება ცნობილი 2013 წლის გაზაფხულზე. კონსორციუმის კოორდინატორი (ტურკუს უნივერსიტეტი) შეგატყობინებთ შედეგებს. თქვენი განაცხადის შედეგები შეიძლება იყოს შემდეგნაირი:
Grantee (გრანტის მფლობელი)- რაც ნიშნავს, რომ თქვენ მოგენიჭათ გრანტი მასპინძელ უნივერსიტეტში. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ მობილობის ვადებს, რადგან მასპინძელი უნივერსიტეტის მობილობის ვადები შეიძლება იყოს განსხვავებული იმ ვადებისგან, რომელიც თქვენ მიუთითეთ განაცხადში. შემდეგი ქმედებების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით კოორდინატორი.
Reserve list (სარეზერვო სია) - რაც ნიშნავს, რომ თქვენ არ მოგენიჭათ გრანტი, მაგრამ განაცხადი სარეზერვო სიაშია. თქვენ შეიძლება მაინც მოიპოვოთ გრანტი იმ შემთხვევაში, თუ კი შერჩეული კანდიდატებიდან რომელიმემ განაცხადა უარი პროგრამაში მონაწილეობაზე. ასეთი შესაძლებლობის შესახებ თქვენ შეგატყობინებთ კოორდინატორი.
Rejected (უარყოფილი)- რაც ნიშნავს, რომ თქვენ მიერ შერჩეულმა მასპინძელმა უნივერსიტეტმა არ მიგიღოთ.
დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს (ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი F 315, ტელ.: 214 13 88, ელ-ფოსტა: mid@iliauni.edu.ge).