კონკურსი მკვლევრებისთვის
განცხადებები
მოწვეული მკვლევარი
• სტიპენდიები მკვლევრებისათვის ,,მესამე” ქვეყნებიდან
• სტიპენდიები იმ მკვლევრებისთვის, რომლებიც მუშაობენ IMRCEES კონსორციუმის ევროპელ პარტნიორებთან
• სწავლება
• შერჩევის კრიტერიუმები
• ხანგრძლივობა და გრანტი
სტიპენდიები მკვლევრებისათვის ,,მესამე” ქვეყნებიდან
IMRCEES კონსორციუმი გასცემს სტიპენდიებს მკვლევრებზე ,,მესამე” ქვეყნებიდან. სტიპენდიების ხანგრძლივობა არის 2 კვირიდან 12 კვირამდე. პროგრამის ფარგლებში მკვლევრებს ევალებათ, მონაწილეობა მიიღონ IMRCEES-ის სასწავლო და კვლევით აქტივობებში, რომლებიც განხორციელდება გლაზგოს უნივერსიტეტში (გლაზგოს უნივერსიტეტი წარმოადგენს პროგრამის კოორდინატორს და პირველი ორი სემესტრის მასპინძელ უნივერსიტეტს).
,,მესამე” ქვეყნების მკვლევრებში მოიაზრებიან ის პიროვნებები, რომლებიც წარმოადგენენ ინსტიტუტებს, რომლებიც არ მდებარეობენ ევროკავშირის ტერიტორიაზე და არც EFTA-ს გაერთიანებაში (ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია, ლიხტენშტეინი).
შევსებული სააპლიკაციო ფორმების გაგზავნის ბოლო ვადა არის 2012 წლის 31 მარტი. გთხოვთ გამოიყენოთ შესაბამისი სააპლიკაციო ფორმა მოწვეული მკვლევრებისათვის (მკვლევრის სტიპენდია) და თან დაურთოთ საჭირო დოკუმენტები (დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ კარგად გაეცნოთ სააპლიკაციო ფორმას).
სააპლიკაციო ფორმები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ IMRCEES-ის კონსორციუმის მმართველ გუნდს შემდეგ მისამართზე: imrcees@glasgow.ac.uk.
კონსორციუმი გამოაცხადებს კონკურსის შედეგებს 2012 მაისის დასაწყისში.
სტიპენდიები იმ მკვლევრებისათვის, რომლებიც მუშაობენ IMRCEES კონსორციუმის ევროპელ პარტნიორებთან
სტიპენდიები გაიცემა იმ მკვლევრებზე, რომლებიც სწავლობენ პროგრამის სრულ პარტნიორ ინსტიტუტებში. კონსორციუმის სრული პარტნიორები არიან:
• გლაზგოს უნივერსიტეტი
• კორვინუსის უნივერსიტეტი ბუდაპეშტში
• იაგელონიის უნივერსიტეტი, კრაკოვი
• ტარტუს უნივერსიტეტი
• ტურკუს უნივერსიტეტი
შევსებული აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს 2012 წლის 31 მარტამდე (დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ კარგად გაეცნოთ სააპლიკაციო ფორმას).
სააპლიკაციო ფორმები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ IMRCEES-ის კონსორციუმის მმართველ გუნდს შემდეგ მისამართზე: imrcees@glasgow.ac.uk.
სწავლება
მკვლევრები განვითარებადი ქვეყნებიდან
პროგრამა განსაკუთრებით მიესალმება განაცხადებს მესამე ქვეყნების იმ წარმომადგენლებისგან, რომლებსაც შეუძლიათ გლაზგოს უნივერსიტეტში მასტერ-კლასების, შემოკლებული მოდულების (3-დღიანიდან 1 თვემდე) ან სტანდარტული მოდულების წარმოდგენა შემდეგ სფეროებში სექტებრიდან დეკემბრამდე და იანვრიდან - მარტამდე:
• უკრაინის კვლევები
• სოციალური ტრანსფორმაცია (განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პოსტსაბჭოთა კონტექსტს). განსაკუთრებით მივესალმებით განაცხადებს პროგრამის ასოცირებული პარტნიორი ინსტიტუტების წარმომადგენლებისგან.
• კავკასიის/კასპიის ზღვის აუზის საკითხები: კასპიის აუზის რეგიონის გამოწვევები და უსაფრთხოება; საბჭოთა კავშირის დაშლა და პოსტსაბჭოთა პოლიტიკა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში; საერთაშორისო მოლაპარაკებები; ტერორიზმი და კონტრტერორიზმი, ენერგია და უსაფრთხოება; კავკასია ევროპულ და გლობალურ ურთიერთობებში. პროგრამა განსაკუთრებით მიესალმება განაცხადებს აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებისაგან.
• განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელი იქნება, რომ ,,მესამე” ქვეყნის მკვლევარმა ჩაატაროს მასტერ-კლასები, შემოკლებული და სტანდარტული მოდულები სექტემბრიდან დეკემბრამდე დანარჩენ სრულ პარტნიორ უნივერსიტეტებში (კორვინუსის უნივერსიტეტი ბუდაბეშტში, იაგელონიის უნივერსიტეტი კრაკოვში, ტარტუს უნივერსიტეტი, ტურკუს უნივერსიტეტი).
ევროპელი მკვლევრები
სასურველია, რომ მკვლევრებმა, რომლებიც მოღვაწეობენ კონსორციუმის სრულ პარტნიორ უნივერსიტეტებში, წარადგინონ ისეთი განაცხადები, რომლებიც ხელს შეუწყობს ერთობლივ პროგრამას ,,მესამე” ქვეყნებთან მიმართებაში.
შერჩევის კრიტერიუმები
ერაზმუს მუნდუსის მკვლევრებმა უნდა გამოავლინონ საუკეთესო აკადემიური და/ან პროფესიული გამოცდილება და შეიტანონ წვლილი პროგრამაში.
მკვლევრებს, რომლებსაც სურთ გახდნენ ერაზმუს მუნდუსის მონაწილეები, უნდა შეეძლოთ:
• აქტიური მონაწილეობა მიიღონ IMRCEES პროგრამის აქტივობებში;
• შეიტანონ წვლილი პროგრამაში (ლექციების წაკითხვის, სემინარებში მონაწილეობის, სტუდენტების მიერ განხორციელებული კვლევების მონიტორინგისა და ზედამხედველობის, თეზისების გადახედვის და ახალი სასწავლო მოდულების შემუშავების სახით)
• იზრუნონ პროგრამის შედეგების გავრცელებაზე საკუთარ უნივერსიტეტებში პროგრამის დასრულების შემდეგ.
ხანგრძლივობა და გრანტი
მკვლევრები, რომლებიც მოიპოვებენ ერაზმუს მუნდუსის სტიპენდიას, გაატარებენ 2 კვირიდან (მინიმალური ვადა) 12 კვირამდე (მაქსიმალური ვადა) კონსორციუმის ერთ-ერთ პარტნიორ უნივერსიტეტში.
მკვლევრები მიიღებენ ყოველ კვირას €1,200, რაც მოიცავს მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს.
შენიშვნა: სტიპენდიების რაოდენობა, რომელიც შეიძლება გაიცეს ერთსა და იმივე უნივერსიტეტის მკვლევრებზე, არ შეიძლება აღემატებოდეს მაქსიმალურ ვადას - 12 კვირას.
მასპინძელი უნივერსიტეტები უზრუნველყოფენ მკვლევრებს საოფისე ფართით და შესთავაზებენ მათ დახმარებას საორგანიზაციო საკითხებში.