კონკურსი კისტლერის პრემიის მოსაპოვებლად
განცხადებები
მომავლის ფონდი აცხადებს ღია კონკურსს კისტლერის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად 2011 წლისთვის.
მომავლის ფონდი ხელს უწყობს გრძელვადიან ფუნდამენტურ გამოკვლევებს ბიომედიცინაში, ფიზიოლოგიაში, გენეტიკაში, კულტურასა და ეკოლოგიაში. ფონდი აფინანსებს კვლევით პროექტებს, რომლებიც სამომავლოდ ადამიანის გარემოსა და პირობების გაუმჯობესებისკენაა მიმართული.
კისტლერის პრემია განკუთვნილია გენეტიკის სფეროს მკვლევართათვის, რომელთა კვლევა ემსახურება ადამიანთა გენეტიკური ბაზის შესახებ ცოდნის გაფართოებას, მემკვიდრეობითობისა და ადამიანთა საზოგადოებისთვის გენეტიკის მნიშვნელობის ხაზგასმას.
კანდიდატებს არ აქვთ უფლება საკუთარი თავის წარდგენის. კისტლერის პრემიისთვის ნომინანტი საზოგადოების ან აკადემიური წრეების წარმომადგენელმა უნდა წარადგინოს.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2010 წლის 30 სექტემბერი.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ფონდის ვებ-გვერდზე: http://www.futurefoundation.org/awards/kpr_process.htm