ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საგრანტო კონკურსები

კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერებისათვის

განცხადებები

ახალგაზრდა მეცნიერებს საშუალება ეძლევათ, გაიარონ სტაჟირება უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში შემდეგი სამეცნიერო სფეროების მიმართულებით: საინჟინრო მეცნიერებები, ფიზიკა და ასტრონომია, ქიმია, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, მათემატიკა, მექანიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები, აგრარული, სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა საგრანტო დაფინანსების გზით, მათი კვალიფიკაციის ამაღლება, ახალგაზრდა მეცნიერთათვის საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და გამოცდილების შეძენაში ხელშეწყობა.

გრანტის ფარგლებში, ახალგაზრდა მეცნიერს აუნაზღაურდება: საერთაშორისო მგზავრობის, დაზღვევის, ვიზის, საცხოვრებელი ბინის, შიდა ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯები.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 21 მაისი.

დაწვრილებითი ინფორმაცია საკონკურსო პირობებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდზე http://www.gnsf.ge/fulltext.asp?id=933&idcategory=1

ინფორმაციისათვის მიმართეთ განვითარებისა და საგარეო ურთიერთობის სამსახურს.

ბანერები