კოიმბრას ჯგუფის პროგრამა ახალაზრდა მკვლევარებისთვის
განცხადებები
წამყვანი ევროპული უნივერსიტეტების გაერთიანება - კოიმბრას ჯგუფი ქართველ ახალგაზრდა მკვლევარებს, რომლებიც აკადემიური პერსონალის სტატუსით დასაქმებულნი არიან ქართულ უნივერსიტეტებში, ან სწავლობენ დოქტორანტურაში და გეგმავენ უნივერსიტეტში მუშაობას, საშუალებას აძლევს განახორციელონ მოკლევადიანი სამეცნიერო ვიზიტები ჯგუფის წევრ უნივერსიტეტებში.
ევროპული უნივერსიტეტის არჩევა ხდება ონლაინ-რეგისტრაციის დროს. შესაძლებელია მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის არჩევა. რეგისტრაციის ეტაპზე დამატებითი საბუთების წარდგენა არ არის სავალდებულო, თუმცა სპეციფიურია ზოგიერთი უნივერსიტეტის მოთხოვნები.
კოიმბრას ჯგუფის წევრი უნივერსიტეტების ჩამონათვალი, დამატებითი ინფორმაციები და რეგისტრაციის ფორმულარი იხილეთ შემდეგ მისამართზე: http://www.coimbra-group.eu/sp/02-ENC-Hospitality.php
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 მარტი, 2010.