იუნესკო/ჩეხეთის რესპუბლიკის ერთობლივი სტიპენდები
განცხადებები
იუნესკო და ჩეხეთის რესპუბლიკა აცხადებენ კონკურს ერთობლივი სტიპენდიების მოსაპოვებლად ჩეხეთის რესპუბლიკაში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე სასწავლებლად.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს განვითარებადი ქვეყნების ადამიანური რესურსის გაძლიერებასა და ხალხთა შორის მეგობრობის გაღრმავებას.
კონკურსში უპირატესობა მიენიჭებათ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ ისწავლონ შემდეგი სამეცნიერო მიმართულებით:
* ჰიდროლოგია
* გარემოსდაცვითი მეცნიერებები
* ჯანდაცვითი მომსახურეობა
* მედიცინა
* აგრარული მეცნიერებები
* მეტყევეობა
* ტექნიკური მეცნიერებები
* ეკონომიკა
სხვა თანაბარ პირობებში კონკურსში უპირატესობა მიენიჭებათ ქალებს.
საქართველოს მხრიდან კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს, არაუმეტეს ორისა, წარადგენს საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში 2010 წლის 20 დეკემბრამდე.
საგანაცხადო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://rustaveli.org.ge/index.php?module=topic&page=detals&topic_id=18&id=623