იუნესკო /კეიზო ობუჩის სტიპენდიები
განცხადებები
იუნესკოსა და იაპონიის მთავრობის ერთობლივი პროგრამა ყოველწლიურად აფინანსებს 20 ახალგაზრდა მკვლევარს განვითარებადი ქვეყნებიდან ინოვაციური და ორიგინალური კვლევის განსახორციელებლად.
იუნესკო /კეიზო ობუჩის სტიპენდია განკუთვნილია იმ პირებისათვის, რომლებიც ფლობენ მაგისტრის ხარისხს და სურვილი აქვთ განახორციელონ კვლევითი სამუშაოები საზღვარგარეთ 3-9 თვის განმავლობაში.
სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ პირებს, რომლებიც მუშაობენ შემდეგ სფეროებში:
* გარემო (პრიორიტეტულია წყლის მეცნიერებები);
* კულტურათაშორისი დიალოგი;
* საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
* კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* კანდიდატების ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 40 წელს.
* კანდიდატს უნდა ჰქონდეს მოწვევა იმ უნივერსიტეტიდან, რომელშიც კვლევის ჩატარებას აპირებს.
* პრიორიტეტი ენიჭებათ:
o ქალებს;
o კანდიდატებს ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან.
* კანდიდატები უნდა ფლობდნენ იმ ქვეყნის ენას, რომელშიც კვლევა იგეგმება;
* კანდიდატებს შეუძლიათ აწარმოონ კვლევა ერთ ან ორ ქვეყანაში.
სტიპენდიის მოპოვების მიზნით კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
* უმაღლესი განათლების (მაგისტრის ხარისხის) დამადასტურებელი დოკუმენტის 2 ასლი ნიშნების ფურცელთან ერთად;
* სარეკომენდაციო წერილი;
* მიმწვევი კვლევითი დაწესებულების თანხმობის წერილი;
* იმ ქვეყნის ენის ფლობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც კანდიდატი კვლევის ჩატარებას აპირებს;
* დაგეგმილი კვლევითი სამუშაოს დეტალური აღწერა (მაქსიმუმ ორი გვერდი), მასში უნდა შედიოდეს შემდეგი ინფორმაცია:
1. კვლევის მიზანი, დასაბუთება, სიახლე, მნიშვნელობა;
2. მოსალოდნელი შედეგი;
3. კვლევის მეთოდი;
4. კვლევის ჩასატარებელი ადგილი;
5. კვლევის ხანგრძლივობა;
6. დეტალური ბიუჯეტი (მინიმუმ 6 000 მაქსიმუმ 10 000 აშშ დოლარი)
განაცხადები უნდა გაიგზავნოს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 22 ნოემბერი 18:00
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმულები:
http://rustaveli.org.ge/index.php?module=multi&page=detals&multi_id=18&id=425
http://portal.unesco.org/en/ev.php-URL_ID=14635&URL_DO=DO_TOPIC&URL_SECTION=201.html