ღია საზოგადოების ფონდების გრანტები
განცხადებები
ცხადდება კონკურსი ღია საზოგადოების ფონდების სასტიპენდიო პროგრამაზე ”Global Supplementary Grant Program” 2011-2012 აკადემიური წლისთვის.
პროგრამა განკუვნილია ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების დოქტორანტურის სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ სწავლის გაგრძელება აზიის, ავსტრალიის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ ამერიკის აკრედიტირებულ უნივერსიტეტებში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კანდიდატებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილი საბჭოთა კავშირის, მონღოლეთის, ახლო აღმოსავლეთის და სამხრეთ აზიის ქვეყნებიდან.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადებია:
· აზიის, ავსტრალიის, ჩრდილოეთ ამერიკის ან ახლო აღმოსავლეთის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის - 1 აპრილი, 2011
· ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის - 31 მაისი, 2011
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://www.soros.org/initiatives/scholarship/focus_areas/global_supplementary/guidelines