ღია კონკურსი საკონფერენციო გრანტებზე
რუსთაველის ფონდი აცხადებს საკონფერენციო გრანტების კონკურსს 2010 წლისათვის. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ლოკალური და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, სემინარების ჩატარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარიზაციას საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში და მსოფლიო პროცესებში ქართველ მეცნიერთა ინტეგრირებას.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია როგორც საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს, ისე ფიზიკურ პირსაც. ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30.000 ლარს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ელექტრონული რეგისტრაციის გავლა და საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდისთვის წარდგენა, როგორც ელექტრონული, ისე ბეჭდური სახით.
ინფორმაცია ელექტრონული რეგისტრაციისა და საკონკურსო დოკუმენტაციის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე:
http://rustaveli.org.ge/index.php?module=multi&page=detals&multi_id=6&id=334
საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2010 წლის 10 მაისი, 18:00 საათი. საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2010 წლის მაისის ბოლოს.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.