ფულბრაითის სტიპენდიების პროგრამა
განცხადებები
ამერიკის საელჩო აცხადებს კონკურსს ფულბრაითის სტიპენდიების პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტების პედაგოგთათვის 2011-2012 სასწავლო წლისათვის.
პროგრამა საშუალებას აძლევს მასწავლებლებს განახორციელონ კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობა აშშ-ს უნივერსიტეტებში, შეიმუშავონ ახალი კურსები და განახორციელონ კურიკულუმის რეფორმა თავიანთ უნივერსიტეტებში, განავითარონ თავიანთი პედაგოგიური უნარ-ჩვევები და ტაქტიკა აშშ-ს საგანმანათლებლო მეთოდებზე პირადი დაკვირვებით, განავრცონ საინფორმაციო ბაზა სამეცნიერო სფეროში, შეითავსონ მუდმივი საკონტაქტო პირის ფუნქცია მასპინძელ და მშობლიურ უნივერსიტეტს შორის.
პროგრამა ხორციელდება შემდეგ დარგებში:
სოფლის მეურნეობა, ამერიკათმცოდნეობა, ანთროპოლოგია, არქეოლოგია, ხელოვნება, ბიოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება, ქიმია, ცეკვის ხელოვნება, ეკონომიკა, განათლება, საინჟინრო სპეციალობები, გარემოს დაცვითი მეცნიერებები, კინომცოდნეობა, ისტორია, საერთაშორისო ურთიერთობები, საინფორმაციო მეცნიერებები, ჟურნალისტიკა, სამართალმცოდნეობა, საბიბლიოთეკო მეცნიერებები, მათემატიკა, მედიცინა, მუსიკა, ფიზიკა, პოლიტიკური მეცნიერებები, ფსიქოლოგია, საჯარო ადმინისტრირება, საჯარო/გლობალური ჯანდაცვა, სოციალური მუშაკი,სოციოლოგია, ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლების მეთოდიკა, თეატრმცოდნეობა, ურბანული დაგეგმარება.
განმცხადებელი უნდა იყოს:
* საქართველოს მოქალაქე
* უნდა ჰქონდეს აკადემიური ხარისხი
* უნდა ასწავლიდეს უმაღლეს სასწავლებელში
* უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში სწავლების მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება განაცხადების მიღების დროისთვის
* უნდა ჰქონდეს ინგლისურ ენაზე თავისუფლად წერისა და მეტყველების უნარი. კანდიდატებს მოეთხოვებათ ტოეფელის ტესტის ჩაბარება, რომელსაც ორგანიზებას გაუწევს ამერიკის საელჩო
* უნდა მიუწვდებოდეს ხელი J-1 ვიზაზე, რაც გულისხმობს პროგრამის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნებას მინიმუმ 2 წლის ვადით
* უნდა გაიარონ სრული სამედიცინო შემოწმება
პროგრამა სრულად ფარავს, მგზავრობის, სამედიცინო დაზღვევის, ყოველთვიური სტიპენდიის და პროეფესიული განვითარების ხარჯებს.
სააპლიკაციო პაკეტში შედის:
- აშშ-ში დაგეგმილი კვლევითი/პედაგოგიური აქტივობის დეტალური აღწერა
- დაწვრილებითი ავტობიოგრაფია
- 3 სარეკომენდაციო წერილი
- ბიბლიოგრაფია (კვლევითი პროექტის შემთხვევაში) და/ან სალექციო კურსის სილაბუსი (პედაგოგიური პროექტის შემთხვევაში)
- მოწვევის წერილი მასპინძელი ინსტიტუციიდან (არ არის სავალდებულო)
- დოქტორის დიპლომის ასლი
- პასპორტის ასლი
ფორმა ივსება ელექტრონულად საიტზე - https://apply.embark.com/student/fulbright/scholars
ელექტრონული აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 14 ნოემბერი, 2010.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება 12 ოქტომბერს, 17:00 საათზე (მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. 32, აუდიტორია A 101).
დაწვრილებით ინფორმაციისათვის მიმართეთ ქ-ნ თეა კუჭუხიძეს:
ელ-ფოსტა: KuchukhidzeT@state.gov
ტელეფონი: 27 71 48.