ფულბრაითის სტიპენდიების პროგრამა
ამერიკის საელჩო აცხადებს ფულბრაითის სტიპენდიების პროგრამას მასწავლებელთათვის 2010-2011 სასწავლო წლისათვის. პროგრამა საშუალებას აძლევს ახალგაზრდა მასწავლებლებს შეიმუშავონ ახალი კურსები და განახორციელონ კურიკულუმის რეფორმა თავიანთ უნივერსიტეტებში, განავითარონ თავიანთი პედაგოგიური უნარ-ჩვევები და ტაქტიკა აშშ-ს საგანმანათლებლო მეთოდებზე პირადი დაკვირვებით, განავრცონ საინფორმაციო ბაზა თავიანთ სფეროში, შეითავსონ მუდმივი საკონტაქტო პირის ფუნქცია მასპინძელ უნივერსიტეტს და თავიანთ უნივერსიტეტს შორის.
პროგრამა ხორციელდება შემდეგ დარგებში:
სოფლის მეურნეობა, ამერიკათმცოდნეობა, ანთროპოლოგია, არქეოლოგია, ხელოვნება, ბიოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება, ქიმია, ცეკვის ხელოვნება, ეკონომიკა, განათლება, საინჟინრო სპეციალობები, გარემოს დაცვითი მეცნიერებები, კინომცოდნეობა, ისტორია, საერთაშორისო ურთიერთობები, საინფორმაციო მეცნიერებები,ჟურნალისტიკა, სამართალმცოდნეობა, საბიბლიოთეკო მეცნიერებები, მათემატიკა,მედიცინა, მუსიკა,ფიზიკა, პოლიტიკური მეცნიერებები, ფსიქოლოგია,საჯარო ადმინისტრირება, სახელმწიფო/ გლობალური ჯანდაცვა, სოციალური მუშაკი,სოციოლოგია, ინგლისურის- როგორც უცხო ენის სწავლების მეთოდიკა, თეატრმცოდნეობა, ურბანული დაგეგმარება.
განმცხადებელი უნდა იყოს:
* საქართველოს მოქალაქე
* უნდა ჰქონდეს აკადემიური ხარისხი
* უნდა ასწავლიდეს უმაღლეს სასწავლებელში
* უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში სწავლების სულ მცირე 2 -წლიანი გამოცდილება განაცხადების მიღების დროისთვის.
* უნდა ჰქონდეს ინგლისურ ენაზე თავისუფლად წერისა და მეტყველების უნარი. კანდიდატებს მოეთხოვებათ ტოეფლის ტესტის ჩაბარება, რომელსაც ორგანიზებას გაუწევს ამერიკის საელჩო.
* უნდა მიუწვდებოდეს ხელი J-1 ვიზაზე, რაც გულისხმობს პროგრამის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნებას მინიმუმ 2 წლის ვადით
* უნდა გაიარონ სრული სამედიცინო შემოწმება.
პროგრამა სრულად ფარავს, მგზავრობის, სამედიცინო დაზღვევის, ყოველთვიური სტიპენდიის და პროეფესიული განვითარების ხარჯებს.
სააპლიკაციო ფაკეტში შედის:
- კვლევის მიზნები და პირადი ხედვა
- დაწვრილებითი ავტობიოგრაფია
- 3 სარეკომენდაციო წერილი
ფორმა ივსება ელექტრონულად საიტზე - https://apply.embark.com/student/fulbright/international/20/
ელექტრონული აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2010 წლის 14 ივნისი.
საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება 1 ივნისს, 16:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 101 აუდიტორიაში.
დაწვრილებით ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ თეა კუჭუხიძეს: ელ. ფოსტა: KuchukhidzeT@state.gov , ტელეფონი: 27 71 48.