ევროპული კვლევების საბჭოს საგრანტო კონკურსი
განცხადებები
ევროპული კვლევების საბჭო (ERC) მე-7 ჩარჩო პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს საგრანტო პროგრამაზე - ERC Starting Independent Researcher Grant.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც მეცნიერების ნებისმიერ სფეროში მოპოვებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი (მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 10 წლის წინ).
დაგეგმილი კვლევა უნდა განხორციელდეს ევროკავშირის წევრ ან ასოცირებულ ქვეყანაში.
გრანტის ხანგრძლოვობა: 5 წელი.
დაფინანსება: მაქს. 2 მილიონი ევრო ერთი გრანტისთვის.
განაცხადების შეტანის ვადები:
- ტექნიკური და საინჟინრო მეცნიერებები - 14 ოქტომბერი 2010, 17:00:00 (ბრიუსელის დროით)
- სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები - 9 ნოემბერი 2010, 17:00:00 (ბრიუსელის დროით)
- სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები - 24 ნოემბერი 2010, 17:00:00 (ბრიუსელის დროით)
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://erc.europa.eu/index.cfm
http://cordis.europa.eu/fp7/dc/index.cfm?fuseaction=UserSite.IdeasDetailsCallPage&call_id=345
ან მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთოებების სამსახურს.