ევროპული ინსტიტუტების სასტიპენდიო პროგრამა
განცხადებები
ევროპული ინსტიტუტების სწავლების სასტიპენდიო პროგრამა არის მკვლევარების მობილობის საერთაშორისო პროგრამა. 2011-2012 წლისათვის, პროგრამას გამოყოფილი აქვს 33 სტიპენდია, რომელიც ითვალისწინებს მონაწილეების გაგზავნას სხვადასხვა ინსტიტუტებში 10 თვის ვადით. 14 მონაწილე ინსტიტუტების გეოგრაფიული მდებარეობა ძალზედ ფართოა და მოიცავს ბერლინს, ბოლონიას, ბრიუსელს, ბუქარესტს, ბუდაპეშტს, კემბრიჯს, ჰელსინკის, იერუსალიმს, ლიონს, უფსალას, ნანტს, პარიზს, ვენასა და ვასენარს.
პროგრამის ძირითად სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მკვლევარები, თუმცა გამონაკლისის სახით შესაძლებელია დაფინანსება მიიღონ საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების წარმომადგენლებმაც. ამ შემთხვევაში, მკვლევარებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ მიერ წარდგენილი პროექტი არ უნდა ითვალისწინებდეს ლაბორატორიულ სამუშაოს.
პროგრამა მიესალმება განაცხადებს როგორც დამწყები, ისე შემდგარი და გამოცდილი მკლვევარებისგან. სასტიპენდიო პროგრამის განმავლობაში, მონაწილეებს ექნებათ ბრწყინვალე საშუალება იმუშაონ საუკეთესო პირობებში, რომლებსაც მათ მასპინძელი ინსტიტუტი შესთავაზებს. მონაწილეებისათვის გათვალისწინებულია სტიპენდია (დამწყები მკვლევარის შემთხვავში, ის შეადგენს 26, 000 ევროს, ხოლო შემდგარი მკვლევარისთვის ის შეადგენს 38,000 ევროს). ასევე, პროგრამა ფარავს ბინის ქირის, მოგზაურობისა და კვლევასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
განახცადის წარდგენის წესები და ვადა
– ყველა განაცხადი უნდა იყოს ატვირთული შემდეგ ვებ მისამართზე: www.eurias-fp.eu. ამავე მისამართზე, თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ დამატებით იფორმაციას განაცხადის შევსების შესახებ.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა არის 2010 წლის 10 სექტემბერი. დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება.
შერჩევის პროცედურა
– სამეცნიერო შეფასება ორი საერთაშორისო ექსპერტის/რეკომენდატორის მიერ
– წინასწარი შერჩევა პროგრამის საერთაშორისო და ინტერდისციპლინარული სამეცნიერო კომიტეტის მიერ
– საბოლოო შერჩევა აკადემიური კომიტეტის მიერ
– შერჩევის შედეგები გამოქვეყნდება 2010 წლის დეკემბერში.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ გაეცნოთ ვებ გვერდს: www.eurias-fp.eu
ინსტიტუტებისა და მუშაობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ გაეცნოთ გვერდს: www.eurias-fp.eu/netias