ევროკომისიის მე-7 ჩარჩო პროგრამის სამუშაო შეხვედრა
განცხადებები
FP7 გარემოს დაცვა (კლიმატის ცვლილების ჩათვლით), 7-8 ოქტომბერი 2010, ერევანი, სომხეთი
ევროკავშირსა და ე.წ. მესამე ქვეყნებს შორის თანამშრომლობა FP7-ის უმნიშვნელოვანესი ასპექტია. მე-6 თემაში, რომელიც გარემოს დაცვას (ასევე კლიმატის ცვლილებას) ეხება, საერთაშორისო თანამშრომლობა ორი მექანიზმის საშუალებით ხორციელდება:
- მესამე ქვეყნების მკვლევარებსა და კვლევით ორგანიზაციებს საშუალება ეძლევათ განახორციელონ ყველა ტიპის კვლევითი აქტივობა. გარდა ამისა, სამუშაო პროგრამის რამდენიმე საკითხი განსაკუთრებულად უწყობს ხელს მესამე ქვეყნების მონაწილეობას პროექტებში.
- სპეციფიკური საერთაშორისო თანამშრომლობის აქტივობები (SICA). SICA - ს პროექტებში მესამე ქვეყნების მონაწილეობა სავალდებულოა. ეს პროექტები მიმართულია კვლევითი პარტნიორობის საშუალებით მესამე ქვეყნებისთვის ცოდნის გაზიარებასა და გამოყენებაზე.
სამუშაო შეხვედრა ეწყობა მე-7 ჩარჩო პროგრამის IncoNet EECA პროექტის ფარგლებში. ღონისძიების მიზანია მკვლევარებისა და სხვა დაინტერესებული პირების შეკრება, როგორც ევროკავშირიდან, ისე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან. შეხვედრაზე გაიმართება 2011 წელს დაგეგმილი საგრანტო კონკურსების პრეზენტაცია. მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს და განიხილონ თანამშრომლობის საკითხები შემდეგ თემებზე საგრანტო განაცხადების მოსამზადებლად:
- კლიმატის ცვლილება, დაბინძურება და რისკები
- რესურსების მდგრადი მენეჯმენტი
- დედამიწის კვლევები და მდგრადი განვითარების შეფასების მექანიზმები
ღონისძიების სამუშაო ენაა ინგლისური. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2 აგვისტო, 2010 წელი. ელექტრონული რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული http://be.sci.am/ საკონტაქტო პირი: ქალბატონი ანაჰიტ ხაჩიკიანი, anip@sci.am
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.