EURIAS-ს სასტიპენდიო პროგრამა
განცხადებები
სამეცნიერო კვლევების ევროპული ინსტიტუტების გაერთიანება - EURIAS - აცხადებს კონკურსს 2011/2012 აკადემიური წლისთვის.
EURIAS წარმოადგენს 14 ევროპული კვლევითი დაწესებულების გაერთიანებას. მისი წევრები არიან:
1. Wissenschaftskolleg zu Berlin, Germany
2. Istituto di Studi Avanzati di Bologna, Italy
3. Flemish Academic Centre for Science and the Arts, Brussels, Belgium
4. New Europe College, Bucharest, Romania
5. Collegium Budapest, Budapest, Hungary
6. Clare Hall and Centre for Research in the Arts, Social Sciences and Humanities, Cambridge, United Kingdom
7. Helsinki Collegium for Advanced Studies, Finland
8. Institute for Advanced Studies of Jerusalem, Israel
9. Collegium de Lyon, France
10. Institut d’études avancées de Nantes, France
11. Institut d’études avancées – Paris, France
12. Swedish Collegium for Advanced Study, Uppsala, Sweden
13. Institut für die Wissenschaften vom Menschen, Vienna, Austria
14. Netherlands Institute for Advanced Study in the Humanities and Social Sciences, Wassenaar, Netherlands
პროგრამა მოიცავს 10 თვიან კვლევით საქმიანობას ზემოთ ჩამოთვლილი დაწესებულებებიდან ერთ-ერთში. სტიპენდია ძირითადად განკუთვნილია ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სფეროს მკვლევართათვის, თუმცა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა წარმომადგენლებსაც შეუძლიათ კონკურსში მონაწილეობის მიღება, თუ მათ მიერ დაგეგმილი კვლევა არ საჭიროებს ლაბორატორიულ მომსახურებას.
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ორი სახის სტიპენდია:
1. სტიპენდია ახალგაზრდა მკვლევართათვის (€ 26,000) - ამ ტიპის სტიპენდიის მისაღებად საჭიროა ა) დოქტორის აკადემიური ხარისხი და მაქსიმუმ 7 წლის სამეცნიერო მუშაობის გამოცდილება ხარისხის მოპოვების შემდეგ ან ბ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მაქსიმუმ 11 წლის სამეცნიერო მუშაობის გამოცდილება ხარისხის მოპოვების შემდეგ.
2. სტიპენდია გამოცდილი მკვლევარებისთვის (€ 38,000) - ამ ტიპის სტიპენდია გადაეცემათ მკვლევარებს, რომელთაც აქვთ ა) დოქტორის აკადემიური ხარისხი და 7 წელზე მეტი სამეცნიერო მუშაობის გამოცდილება ხარისხის მოპოვების შემდეგ ან ბ) 11 წელზე მეტი სამეცნიერო მუშაობის გამოცდილება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მოპოვების შემდეგ.
სტიპენდიანტებს დამატებით აუნაზღაურდებათ ცხოვრების, მგზავრობისა და კვლევის ჩატარებისთვის განკუთვნილი ხარჯები.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 10 სექტემბერი 2010.
კონკურსის შედეგები ცნობილი გახდება 2010 წლის დეკემბერში. სტიპენდია ძალაში შევა 2011 წლის სექტემბერში.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული www.eurias-fp.eu ან მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.