ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საგრანტო კონკურსები

ერაზმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამა

განცხადებები

ერაზმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა "Intercultural Mediation: Identities, Mobilities, Conflicts" აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მოსაპოვებლად შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლებისათვის:
 
- დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები (ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ხორვატია, მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი და კოსოვო)
- თურქეთი
- ტუნისი და ეგვიპტე
- აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდავეთი, უკრაინა და საქართველო)
 
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://mitra.ifres.info/

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
 
- რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნის მოქალაქეობა
- ბაკალავრის ხარისხი ხელოვნების, სოციალური ან ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით
- ინგლისური ან ფრანგული ენის კარგად ცოდნა

განაცხადისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი 2012 წლის 12 თებერვლამდე უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mitra@univ-lille3.fr
 
საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
 - ფოტო
 - პასპორტი
 - ბიოგრაფია (Curriculum Vitae)
 - მოტივაციის წერილი
 - ბაკალავრის დიპლომი
 - აკადემიური ტრანსკრიპტი (დიპლომის დანართი)
 - სამაგისტრო ნაშრომის მონახაზი (პროგრამის რომელიმე სპეციალობის მიმართულებით)
 - ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
 - ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
 - ორი სარეკომენდაციო წერილი
 - შევსებული სააპლიკაციო ფორმა

დამატებითი დოკუმენტები:
- მაგისტრის დიპლომი
-კვლევითი აქტივობა
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი
 
იხილეთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა.

ბანერები