განცხადებები
განცხადებები
განცხადებები
CRRC-ს ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა 2012 წლისათვის
განცხადებები
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) აცხადებს კონკურსს 2012 წლის ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამისათვის კანდიდატთა შესარჩევად. პროგრამა გრძელდება 6 თვეს (2012 წლის თებერვალი-ივლისი) და ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 400 აშშ დოლარს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვინც:
- არის 20-30 წლამდე ასაკის, საქართველოს მოქალაქე, მინიმუმ ბაკალავრის დიპლომით;
- დაუთმობს სამუშაოს დღეში მინიმუმ 6 საათს პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში;
- სრულყოფილად ფლობს ინგლისურ ენას;
- გააჩნია ქართულ ენაზე წერის კარგად განვითარებული უნარი.
განაცხადების მიღების ბოლო დღეა 2012 წლის 10 იანვარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული>>.