ახალგაზრდა ქალები სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში
განცხადებები
”ახალგაზრდა ქალები სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში” იუნესკოსა და ლორეალის ერთობლივ პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდა მეცნიერი ქალების ხელშეწყობას, რომლებიც აწარმოებენ კვლევებს სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში.
პროგრამის ფარგლებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეირჩევა 15 ახალგაზრდა მკვლევარი ქალბატონი. გამარჯვებულებს კვლევის განხორციელებისთვის გადაეცემათ სტიპენდია მაქსიმუმ 20 000 აშშ დოლარის ოდენობით ერთი წლის განმავლობაში. შერჩეული კანდიდატები გაემგზავრებიან პარიზში დაჯილდოების ცერემონიაზე დასასწრებად.
კანდიდატები უნდა აწარმოებდნენ სადოქტორო ან პოსტ-სადოქტორო კვლევას სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების შემდეგი მიმართულებებით: ბიოლოგია, ბიოქომია, ბიოტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა, მედიცინა, ფარმაცია და ფიზიოლოგია. დაგეგმილი კვლევის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 12 თვეს (ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია კიდევ 12 თვით). პროექტის განხორციელება უნდა დაიწყოს 2011 წლის 1 მარტიდან 2012 წლის 1 მარტამდე პერიოდში ნებისმიერ დროს.
აპლიკანტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
- კანდიდატის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს
- სრულყოფილად უნდა ფლობდეს იმ ქვეყნის ენას, სადაც დაგეგმილი აქვს კვლევა
- უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც უკვე მოპოვებული აქვთ დოქტორის აკადემიური ხარისხი სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში.
დამატებითი მოთხოვნები და აპლიკაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
http://portal.unesco.org/en/ev.php-URL_ID=44170&URL_DO=DO_TOPIC&URL_SECTION=201.html
http://gnsf.ge/fulltext.asp?id=956&idcategory=1
განაცხადი უნდა წარადგინოს ეროვნულმა კომისიამ. საქართველოს შემთხვევაში წარმდგენი არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, წარსადგენ კანდიდატებს კი შეარჩევს საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადა არის 2010 წლის 23 მაისი. საკონტაქტო პირი: მაკა ქაჯაია. ტელ.: 95 17 52, ელფოსტა: dep_science@gnsf.ge , მის: ქ. თბილისი, უზნაძის ქ. №68, მე-4 სართული. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.