ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საგრანტო კონკურსები

ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა 2011

განცხადებები

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) აცხადებს კონკურსს 2011 წლის ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამისთვის (Junior Fellowship Program - JFP) კანდიდატთა შესარჩევად.

გამარჯვებულ კანდიდატებს მიეცემათ შანსი იმუშაონ გამოცდილ და აქტიურ კოლეგებთან ერთად და 9 თვის განმავლობაში მიიღონ 400 აშშ დოლარის ოდენობის ყოველთვიური სტიპენდია. გარდა ამისა ისინი გამოიმუშავებენ და გაიღრმავებენ კომპეტენციას შემდეგი მიმართულებებით:

·         კომპლექსური საკითხების სწრაფი და მრავალმხრივი ანალიზი

·         ინგლისურ ენაზე გამართულად წერა

·         პროექტის მენეჯმენტისა და ორგანიზატორული გამოცდილება

·         ძირითადი კომპიუტერული პროგრამების, მათ შორის სტატისტიკური პროგრამების გამოყენება

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს 20-დან 30 წლამდე, რომლებსაც მოპოვებული აქვთ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი. კანდიდატებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა, ასევე ქართულ ენაზე წერის კარგი კომპეტენცია. მათ პროგრამის განმავლობაში (2011 წლის თებერვალი-ოქტომბერი) უნდა შეეძლოთ დღეში მინიმუმ 6 სამუშაო საათის შესრულება.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 30 ნოემბერი, 2010.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://crrc.ge/news/?id=78

ბანერები