ავსტრიის სამეცნიერო ფონდის პროგრამა
განცხადებები
ავსტრიის სამეცნიერო ფონდი აცხადებს კონკურსს უცხოელი მკვლევარებისთვის ლიზე მაიტნერის პროგრამის ფარგლებში. პროგრამის მიზანია ავსტრიაში სამეცნიერო სფეროს ხარისხის ამაღლება და საერთაშორისო კონტაქტების გამყარება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დოქტორის ხარისხის მქონე მაღალკვალიფიციურ მეცნიერებს ნებისმიერი სფეროდან. კანდიდატებს გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეთ პუბლიკაციები საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში. ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევა უნდა განხორციელდეს ავსტრიის უმაღლესი განათლების დაწესებულებაში ან არაკომერციულ ორგანიზაციაში ავსტრიელ მკვლევართან ერთად. განაცხადისთვის აუცილებელია იმ ავსტრიული ინსტიტუციის მოწვევა, სადაც დაგეგმილია კვლევის ჩატარება.
პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 12-24 თვეს.
გრანტის რაოდენობა დამოკიდებულია მეცნიერის კვალიფიკაციაზე და მოიცავს 58.170 - 64.060 ევროს ერთი წლის განმავლობაში. ასევე გათვალისწინებულია 8.000 ევრო მგზავრობის, დამხმარე პერსონალის და სხვა ხარჯებისთვის.
განაცხადების მიღების ვადა შეზღუდული არ არის.
აპლიკაციისთვის საჭირო დოკუმენტების გადმოსატვირთად მიყევით ბმულს: http://www.fwf.ac.at/de/projects/meitner.html
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.