ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საგრანტო კონკურსები

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა

განცხადებები

გრანტის მოცულობა: $750 - $1500
 
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვემდე.
  
საბუთების მიღება: ღია (საგანაცხადო ფორმები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ყოველი თვის ბოლო პარასკევამდე).

EWMI-ს „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) პროგრამა აცხადებს საბუთების მიღებას ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან საჯარო პოლიტიკის, სახელმწიფო მართვის, პოლიტიკური მეცნიერებების, ეკონომიკის და სხვა მონათესავე სპეციალობების მაგისტრანტი და დოქტორანტი სტუდენტები.

სტაჟირების ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 6 თვემდე, წელიწადის ნებისმიერ დროს, მათ შორის, ზაფხულშიც. სტაჟირების გავლა შესაძლებელია წამყვან ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებში ან საჯარო უწყებებში. სტაჟიორებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ საჯარო პოლიტიკის კვლევაში ან/და ფაქტებზე დამყარებული ადვოკატირების კამპანიის განხორციელებაში. სტაჟირებები, რომელთა უდიდესი ნაწილი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას ეთმობა, არ დაფინანსდება. სტაჟირების გავლა შესაძლებელია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. აპლიკანტებს რეგიონებიდან მიენიჭებათ უპირატესობა.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრანტ და დოქტორანტ სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად სწავლობენ უმაღლეს სასწავლებლებში ან ცოტა ხნის წინ დაასრულეს სწავლა, და ბაკალავრის ხარისხის მქონე სტუდენტებს, რომლებიც მაგისტრატურაზე აპირებენ სწავლის გაგრძელებას.        სასურველია, რომ სტუდენტებმა სტაჟირებაში აკადემიური კრედიტები მიიღონ. უპირატესობა სწორედ იმ აპლიკანტებს მიენიჭებათ, რომელთაც ეს საკითხი უმაღლეს სასწავლებლებთან წინასწარ ექნებათ შეთანხმებული.

საბუთების მიღება დაწყებულია!

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

•    G-PAC-ის საგანაცხადო ფორმა, რომელიც შეგიძლიათ იხ. თანდართული დოკუმენტი (ინგლისური ვერსია)
•    სამოტივაციო წერილი;
•    ოფიციალური წერილი არასამთავრობო ორგანიზაციიდან ან საჯარო უწყებიდან, რომლითაც ორგანიზაცია/უწყება ადასტურებს, რომ დაფინანსების შემთხვევაში მიიღებს სტაჟიორს;
•    ავტობიოგრაფია (CV);
•    სამი რეკომენდატორის სახელი და გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია;
•    პირადობის მოწმობის ასლი.
აპლიკანტებმა, რომლებიც სტაჟირების პერიოდში უმაღლეს სასწავლებელში სწავლობენ უნდა წარმოადგინონ უმაღლესი სასწავლებლის ოფიციალური ნებართვაც.
  
საგანაცხადო ფორმები მიიღება  მხოლოდ ინგლისურ ენაზე. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია EWMI G-PAC-ის ოფისში (მარჯანიშვილის ქ. #5, მესამე სართული), სამუშაო საათების განმავლობაში ან G-PAC-ის ვებ-გვერდზე www.ewmi-gpac.org კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით მარიამ ვარდანაშვილს ელ–ფოსტით vmaria@ewmi-gpac.org  ან ტელეფონით: (32) 2 202 4 44, შიდა: 110. საბუთები გაუგზავნეთ მარიამ ვარდანაშვილს ელექტრონული ფოსტით ან ამობეჭდილი (მარჯანიშვილის ქ. 5, მესამე სართული, თბილისი, საქართველო).

ბანერები