Alfred-Toepfer - ის ფონდის სტიპენდიები
განცხადებები
Alfred-Toepfer-ის ფონდი აცხადებს კონკურსს უცხოელ სტუდენტთათვის, რომელთაც სურთ გერმანიაში სწავლის გაგრძელება სამაგისტრო კურსებზე. ფონდი ყოველწლიურად გასცემს 50-მდე სტიპენდიას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებისთვის.
პროგრამა უმეტესად აფინანსებს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე მყოფ სტუდენტებს, რომელთაც სურთ ევროპის კვლევების ჭრილში სწავლის გაგრძელება შემდეგი სფეროების მიმართულებებით: კულტურა, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, ასევე ხელოვნება, არქიტექტურა, აგრარული და სატყეო მეცნიერებები.
პროგრამის ხანგრძლივობა ერთი წელია. სტიპენდია შეადგენს თვეში 920 ევროს.
კანდიდატებს მოეთხოვებათ გერმანული ენის კარგად ცოდნა.
2011-2012 სასწავლო წლისათვის განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 30 ნოემბერი, 2010.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://toepfer-fvs.de/toepfer-stipendium.html?&L=1